კეთილი იყოს შენი მობრძანება შიბიანთაში – არქაული მკურნალი ხიდი
სიყვარული წინაპრებთან
ყოველ წინაპრულ ხაზს თავისი უნიკალური მადლი გააჩნია. როდესაც წინაპრული ველი წმინდაა, მათი ჯადოსნურობა, სიძლიერე და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუფერხებლად გადმოედინება ჩვენს ცხოვრებაში. მათთან პირდაპირი დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნესთან წილადყოფასა და ჩვენი უნიკალურ შესაძლებლობების გააქტიურებას.
სიყვარული შემოქმედებითობასთან
წერა შესანიშნავი გზა არის ჩვენს შინაგან ხმასთან, სასიცოცხლო ძალასთან და შემოქმედებითობასთან დასაკავშირებლად. კრეატიული წერით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ჩვენი ავტენტური ხმა და ცნობიერი გავხადოთ ის მრავალფეროვანი ურთიერთობები რის სიცოცხლის ქსელშიც ვართ ჩართულები.
სიყვარული სხვასთან. კულტურის კურნება
ბევრ ჩვენთაგანს რაიმე სახის უსამართლობა განუცდია, ჩვენს კულტურაში მობინადრე მჩაგვრელი სისტემებისაგან. ჩვენ გვჯერა, რომ რეპრესიული სისტემების შეცვლის საუკეთესო გზა ალტერნატიული მოდელების შექმნაა. ახალი ხედვები, უფრო კეთილი სამყაროსთვის, სათუთები არიან. როგორც თოთო ბავშვებს, მათაც სჭირდებათ დაცული სივრცე, რომელშიც შეეძლებათ აღმოცენება და ზრდა.