წინაპართა ჯემ სეიშენი

სიხერის თაინი ჰაუზში

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჯადოსნური ჯემ სეიშენის მუსიკალური ფრაგმენტები ჩემს ძვირფას მეგობრებთან, ზიხერ ბაიონსა და არნო რიხტერთან ერთად. მადლობა მათ მშვენიერ სულებს და მადლობა ჩვენს წინაპრებს, რომ ერთმანეთს შეგვახვედრეს!

ისიამოვნეთ ჰანგებით!

<3

ლოცვის ძალა

საფრანგეთის პერიფერიის გზატკეცილზე

ვიდექი დღეს საფრანგეთის ერთერთი სოფლის გზატკეცილზე, ცივი ცხვირით, სველი ფეხებით და დამძიმებული მხრებით, ხელში მუყაო მეჭირა, სადაც ეწერა „რენი“. იმედგაცრუებული ვიყავი, სავარაუდოდ, ორასი უარისგან, სამი საათის ავტო სტოპის მცდელობის განმავლობაში.

დაწვრილებით „ლოცვის ძალა“

ძველის გაშვება

კევინ ჯეი სტენტონის “ექვსი ხმალი”

რატომ გვიჭირს ძველის უკან დატოვება, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ უკეთესობისკენ ვიწევით? მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ამ გზის მოვლენისათვის რა ხანია ვლოცულობდით. ახლა კი, გვიხდება ლოცვები, დრო დადგა კუთხის მიღმა გავიწიოთ, იმის ცოდნით, რომ უკან დატოვებული გზა ჩამოიშლება როგორც ქვიშის ბორცვები ქარში.

დაწვრილებით „ძველის გაშვება“

გამომშვიდობება ჰანოვერსა და ბაუკასტენთან

ნახვამდის ბაუკასტენ

ექვსი თვის ჰანოვერში გამორიყვის შემდეგ, დროა ისევ გზას დავადგეთ. ვემშვიდობები ბაუკასტენს – პატივცემულად გამოცვეთილ სახლს, რომელმაც ამ ხანს შემიფარა. დაე ეს ჩემი პატარა თავგადასავლების გაზიარება ადგილის მიმართ მადლიერების ჟესტად ჩაითვალოს.

დაწვრილებით „გამომშვიდობება ჰანოვერსა და ბაუკასტენთან“