გამომშვიდობება ჰანოვერსა და ბაუკასტენთან

ნახვამდის ბაუკასტენ

ექვსი თვის ჰანოვერში გამორიყვის შემდეგ, დროა ისევ გზას დავადგეთ. ვემშვიდობები ბაუკასტენს – პატივცემულად გამოცვეთილ სახლს, რომელმაც ამ ხანს შემიფარა. დაე ეს ჩემი პატარა თავგადასავლების გაზიარება ადგილის მიმართ მადლიერების ჟესტად ჩაითვალოს.

ჰანოვერში საბავშვო სპექტაკლის კასტინგებზე გავემგზავრე. მალევე შემატყობინეს, რომ ადგილი მივიღე. დრო იყო საცხოვრებელი მეპოვნა. რამოდენიმე სულგრძელი და უცხო ადამიანის დივანის შემდეგ, ძლივს მივაგენი Baukasten-ს, საცხოვრებელი პროექტს ხელოვანთა და გაკოტრებულთათვის. ის მდებარეობს საავადმყოფოს კომპლექსის ტერიტორიაზე. შენობა ოდესღაც წვრთნაში მყოფი ექთანთა რეზიდენცია იყო.

ჩვენი სახლის წინ, ზუსტად ჩემი ფანჯრის პირისპირ, პათოოგიური კლინიკა არის, ძველ ნარინჯისფერ აგურის შენობაში, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს თეთრი სატვირთო მანქანა, სავსე ახალთახალი გვამებითა. პათოლოგიის უკან დიდი სასაფლაოა. ქუჩის მეორე მხარეს იწყება დიდებული პარკი, Georgengärten, რომელიც ოდესღაც ადგილობრივ დიდგვაროვანებს ეკუთვნოდა. ჩვენი ეზოს ცენტრში დიდი წაბლის ხე დგას. პატარა ბეღელი ეყრდნობა ხეს და სამ ცანცარა კურდღელს სახლობს. ამის გვერდით ბატუტი დგას. ისე, მხოლოდ გასართობად. ღობის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო ქოხი, რომელიც ველოსიპედებს ითავსებს და საზღვარს ნიშნავს პათოლოგიის შენობასთან.

ტბა პარკში

პირველი ორი თვე სახლში თითქმის არ გამიტარებია. სპექტაკლის რეპეტიციებისთვის სულ სტუდიაში ვიყავი. შობის პერიოდის შემდეგ სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა. ზამთარმა მოგვიკაკუნა და ჩემი თხუთმეტ კვადრატულ მეტრიანი ოთახი გამოქვაბულად გადაიქცა. სახლში უფრო მეტი დროის გატარებით, ადგილობრივ მიმდინარე არეულობებს გავეცანი. რამოდენიმე არც ისე სასიამოვნო მოჩვენებების ვიზიტების შემდეგ, მომიწია გამომეძია საქმე. აღმოჩნდა, რომ მეზობელი ცხედრების მოუსვენარი სულები ადგილს არბევდნენ. ისინი არა მხოლოდ ჩვენ ადამიანებს გვაწვალებდნენ, არამედ საწყალი პატარა კურდღლების სიცოცხლის ძალითაც იკვებებოდნენ. ჩემმა წინაპრებმა მომიხმეს ადგილის წინაპრები გამომეძახებინა. მათი დახმარებით და ჩემი ძვირფასი მეგობრებისა და კოლეგების, კეიტლინ დოდის , ვისი ფსიქოპომპობის დიდი ნიჭიც გამოვლინდა და კრაუ გრანდოს , რომლის ლოცვებმა ფართო ოკეანეების გადმოღმა მოაღწია, დიდი მხარდაჭერით, საქმე საბოლოოდ მოგვარდა. წაბლის ხემ მზადყოფნა გამოიჩინა, როგორც პორტალს ემსახურა, რომელშიც გარდასახვისათვის მზად მყოფი მიცვალებულები გაივლიდნენ. საბოლოოდ, ადგილის წინაპრებმა ღობის გასწვრივ საზღვარი გაამაგრეს, რათა მცხოვრებნი მომავალი თავდასხმებისგან დაიცვან.

ჩემი, ისევ უდარდელი, კურდღელი მეგობრები ვახშმის ჟამს

საკმაოდ ღონისმომთხოვნელი საქმე იყო, მაგრამ ასევე კმაყოფილების გრძნობით დამტოვა, იმის მცოდინარე, რომ მრავალმა სულმა გარდასახვა და მშვიდობის პოვნა შეძლო. გარდა სულთა პროცესების, საბავშვო სპექტაკლებში თამაშის, წინაპართა საგვარეულო განკურნების პრაქტიკოსად წვრთნაში ყოფნის და ჩემს შიბიანთას ვებ-გვერდზე მუშაობის საქმიანობებისა, დროს ვატარებდი ხშირი სტუმრობით პარკში, სადაც ჩემი მეგობრები, ყვავები, ხეები და ტბა მამხნევებდნენ და მახსენებდნენ კავშირის სიბრძნეს. ჩემი მეგობრისგან, კროუ გრანდოსგან, ვისწავლე, რომ ყვავებს უყვართ არაქისი. და თან თურმე როგორ, რომ იცოდეთ! მას შემდეგ ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ჭრელ ქურთუკში დამინახავენ, ჩემს ძვირფას ხესთან მაცილებენ.

ძვირფასი მეგობარი ხე

უკან რომ ვიხედები, საკმაოდ ნაყოფიერი ზამთარი იყო. არადა ზამთარში ყინულის ლოლუად ვგრძნობდი თავს, რომელიც მოუთმენლად ელის დნობას. ვერ ვიტყვი, რომ ადგილის დატოვება მწყინს. პირიქით, მიხარია, რომ ისევ გზას ვადგევარ! მაგრამ ასევე მადლიერი ვარ ამ ადგილის გაზიარებული გამოცდილებისთვის. მადლობა, ბაუკასტენ, შენი თავშესაფრისთვის. დაე, შენი მიწა, ადგილის წინაპრები და მცხოვრებნი, ადამიანები თუ სხვანი, დაცულნი და მთელნი ყოფილიყავით.

მშვიდობით, ძვირფასებო,

სიყვარულით

<3

ფერადი არეულობა. წასასვლელად მზადება, კადრები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *