სტრუქტურული ზიანი
სიყვარულიანი ალტერნატივები <3
სისტემები რომლის გარემოცვაშიც გავიზარდეთ, ხშირად მჩაგვრელი სტრუქტურების მეშვეობით მოქმედებენ. ისინი ინდივიდებისა და უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების მიმართ ხშირად უსამართლობებს სჩადიან. უმეტესობა ჩვენგანი ამა თუ იმ სახის სექსიზმს, ქსენოფობიას, ჰომოფობიას, იმპერიალიზმს, კოლონიალიზმს, რასიზმს, სიღარიბესა თუ სხვა უსამართლობას შეხვედრია. თუ შენც ასევე გჯერა იმისი, რომ მჩაგვრელი სისტემების შეცვლის საუკეთესო გზაა უკეთესი ალტერნატივების შექმნა, დიდია შანსი, რომ უკვე დაიწყე ან აპირებ დაიწყო იმ საკითხისათვის სინათლის მინათებას, რამაც დაგაზიანა.
უსამართლობის მიერ მოყენებული ზიანის წამალი ხშირად არის სწორედ იმ საკითხისათვის მიხედვა, რამაც ზიანი მოგვაყენა
როდესაც მივმართავთ იმას, რამაც ზიანი მოგვაყენა, ჩვენ კულტურის მკურნალობის სამსახურში ვდგებით. ამან მრავალი ფორმა შეიძლება მიიღოს. მაგრამ მიუხედეავად იმისა თუ კონკრეტულად რა ფორმას შეიძენს, (იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ხელოვნებით გამოხატულ ღვაწლი) საქმე ყოველთვის უთავესად ეხება მოცემულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას. იმისათვის, რომ ჩვენთვის მოყენებული ზიანისგან გამოვჯანმრთელდეთ და გამოვშუშდეთ დრო გვჭირდება. გარკვეული ხანის შემდეგ შეგვიძლია ძალები მოვიკრიბოთ და ზიანის კვალები როგორც საწვავი გამოვიყენოთ, რომელიც ცეცხლს აგვინთებს კოლექტიური სამსახურისათვის ჩადგომაში. თუკი უკვე ვართ საკმარისად მოშუშებულები და მზად, იმისათვის რომ დავიწყოდ კოლექტივის სიყვარულისათვის სამსახურში ჩადგომა, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დახმარება გვჭირდება. მხარდაჭერა, რომ შევქმნათ ის სასურველი სივრცეები, რომელიც დაგვეხმარება ცვლილების მოტანაში.
გსურს ინიციატივა აიღო, მაგრამ არ იცი როგორ?
თუ გსურს მგრძნობიარე თემის შემხები ვორქშოპი/ სემინარი შექმნა, რომელიც 1. არის საგანმანათლებლო, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის პოტენციურ მყიფეობას, მაგ. ბავშვებს ან გონებაშეზღუდულ ხალხს და 2. გსურს ვორქშოპს ექსპერიმენტალური და თამაშობითი სტრუქტურა ჰქონდეს, რომელიც ოღონდ ამასთანავე საგანმანათლებლო სიღრმესა და ხარისხს შეინარჩუნებს და 3. გრძნობ, რომ ამისათვის დაგჭირდება პროფესიონალური დახმარება, შენ აქ სწორედ მოხვდი!
რატომ ვორქშოფი?
ვორქშოფი შესანიშნავი ფორმატია იმისათვის, რომ შეკრული და დაცული სივრცე შექმნა 1. ადამიანებისთვის, რომლებიც შეხვედრიან სტრუქტურულ ზიანს და ესაჭიროებათ ისეთი გამოცდილებების გადამუშავება, როგორებიცაა სექსიზმი, კლასიზმი, რასიზმი, ჰომოფობია, იმპერიალიზმი და ა.შ., ან 2. ხალხისათვის, ვისაც სურთ უფრო ფართო გაგება და ღრმა ჩახედულება მოიპოვონ კონკრეტულ საკითხში, ან 3. სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა ბავშვები, რომელთა განათლება და ჩახედულება საზოგადოების აქტუალურ მგომარეობაში უმნიშვნელოვანესია კულტურის სწორი განვითარდეს. მაგრამ სწორედ ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა ბავშვებთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ კომპლექსური და მძიმე თემების მიწოდება მათი მგრძნობიარე ფსიქიკის გათვალისწინებით მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ჯგუფისთვისაც არ უნდა გინდოდეს ვორქშოფის შექმნა, წარმატებული სემინარის გასაღებია იდეალური ბალანსი სიღრმისეული განათლებისა და თამაშობით ფორმას შორის.
ვორქშოფები, როგორც დაცული და ტრანსფორმირების დამშვები სივრცეები
თუ ვორქშოფი ოსტატურად არის შექმნილი, ის იქნება: 1. დაცული: ის უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეს, რომელშიც საკითხთან დაპირისპირება სათუთ გარემოში მოხდება და გაითვალისწინებს მონაწილეთა ჯგუფის პოზიციას, 2. შეგნებული: ის იქნება ყურადღებიანი არა მხოლოდ საკითხის მიმართებაში, არამედ თითოეულ მონაწილეთა ადგილსამყოფელისა და ფონის მიმართ, 3. საგანმანათლებლო: ის საშუალებას მისცემს მონაწილეებს მიიღონ უფრო ღრმა და ფართო ჩახედულება საკითხში, 4. ადვილმოსანელებელი: ის საშუალებას მისცემს მონაწილეებს ინფორმაცია ადვილად გადაამუშავონ და გაითვალისწინებს მათ საკუთარ ტემპს, 5. მრავალფეროვანი: ის გაითვალისწინებს ცოდნის მიღების მრავალგზიან ბუნებას. შემეცნებითი ანუ კოგნიტიური გაგება ცოდნის მიღების მხოლოდ ერთი-ერთი გზაა. სომატური, ტაქტილური, ყნოსვითი და ვიზუალური პროცესირების გზები, ასევე როგორც კოგნიტიური, მნიშვნელოვან ცოდნის მიღების ფორმებს წარმოადგენენ, 6. თამაშობითი: თამაშობითი ელემენტები და სერიოზული საზრისი თანაბრად იქნება გადანაწილებული.
ვორქშოფები, როგორც ალტერნატიული და შორსმჭვრეტი სივრცეები
მე მჯერა იმისი, რომ ალტერნატიული სივრცეების შექმნით, ჩვენ შეგვიძლია კურნება მოვუტანოთ იმას რამაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად დაგვაზიანა. ალტერნატიული სივრცის შექმნით, ჩვენ შეგვიძლია ის გავაცოცხლოთ, რაც ჩვენ თვითონ დაგვაკლდა ჩვენს გზაზე ამ სამყაროში. იმისათვის, რომ განვახორციელოთ ჩვენი ოცნებები, გვჭირდება სივრცეები, რომლებიც საშვალებას მოგვცემენ ოცნებების აღმოცენებასა, მომწიფებასა და გონებისათვის ხელშესახებ გახდომაში. ამგვარად, ვორქშოფები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დაცული და შეკრული სივრცეები, სადაც ჩვენ ნორჩ ოცნებებს საჭირო გარემო შეექმნებათ, იმისათვის რომ მომწიფდნენ. ისინი მსგავსად ჩვილებისა, სწორ გარემოში უნდა მოხვდნენ იმისათვის, რომ შეძლონ დამწიფება და ზრდა.
მე რითიც დაგეხმარები
მე გაგიწევ პროფესიონალურ დახმარებას ოსტატური ვორქშოფის შექმნაში. ის იქნება სტრუქტურირებული, შეკრული, საგანმანათლებლო, გამჭრიახი, პოლიტიკურად შეგნებული, სახალისო და ადგილს დაუთმობს იმ მრავალგზიანი ცოდნის ფორმებს როგორებიცაა სომატური, ტაქტილური, ვიზუალური და ა.შ.
ჩემი ფონი
ჩემი მრავალფეროვანი განათლებისა და პროფესიული გამოცდილეებების მეშვეობით, მე დავოსტატდი მძიმე და რთული საკითხების მარტივი და თამაშობითი გზებით გადმოცემაში. კერძოდ მე გავიარე ფილოსოფიის ბაკალავრი, შემდგომ ექსპერიმენტული თეატრის მაგისტრი და ვიმუშავე პოლიტიკურ და დოკუმენტალურ თეატრის პროექტებში და ასევე საბავშვო თეატრში. მე ვქმნი თამაშებს, პერფორმანსებს და ვორქშოპებს. იხილეთ ჩემი პროექტები აქ . დიდი პატივია ჩემთვის, მოგემსახუროთ ჩემი უნარით მძიმე პოლიტიკური საკითხების ადვილად მიწოდებაში. ისეთი გზით, რომ თემის საგანმანათლებლო ხარისხი არ შეიზღუდოს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად და სოციალურად აქტუალურ თემებზე მუშაობა კიდევ უფრო ეფექტურია მაშინ, როცა მათ თამაშობითი გზებით მივუდგებით. ცოდნა და ხალისი შეთავსებადია.
ასე რომ, თუ შენ გიზიდავს თამაშობითი და შორსმჭვრეტი გზებით კულტურის კურნებისათვის ყურადღების მიქცევა, მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ შენთან ერთად და ჩაგიდგები ჩემი პროფესიონალიზმით სამსახურში.
ჩემი მომსახურება, როგორც ვორქშოფის შემქმნელი მოიცავს:
- ონლაინ შეხვედრას. იმისათვის რომ განვიხილოთ საკითხი, სასურველი ვორქშოფის კონტექსტი და სხვა კონკრეტული გარემოებები თუ დეტალები.
- კვლევას თეორიული და ემპირიული რესურსებისა და ლიტერატურისა.
- ვორქშოფის გეგმის შექმნას: მისი მოცულობა, ხანგრძლივობა, შინაარსი, სქემა (ყველა მცირე დეტალის ჩათვლით, როგორებიცაა შესვენების ხანგრძლივობები და ა.შ.).
- თამაშების და ვარჯიშების მოფიქრება, რომლებიც სამიზნე ჯგუფზე იქნება იდეალურად მორგებული.
- თეატრის პედაგოგიური მეთოდებს ჩაქსოვას: სომატური, ტაქტილური, ყნოსვითი, ვიზუალური, პერფორმატიული გზებით შემეცნების ხერხებს.
- ფიდბექის თამაშობითი ფორმით ჩართვას.
- თუ სემინარი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ამის მოთხოვნა იქნება, მე გთავაზობთ სემინარის ხელმძღვანელობის და მოდერირების დამატებით სერვისს.
- ვორქშოფი 100% ონლაინ შეთავსებადია.
- ფასები იწყება ლ.300-დან ლ.600-იდან, და დამოკიდებულია 1. საგნის სირთულეზე, 2. ინფორმატიული, თეორიული და ემპირიული რესურსების ხელმისაწვდომობაზე (კვლევის საჭიროების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ, თუ თვითონ არ გაგაჩნია საჭირო ლიტერატურა და რესურსები, რომლებიც გსურთ იყოს სემინარში ინტეგრირებული) 3. ვორქშოფის ხანგრძლივობასა და 4. მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაზე.
დაგვიკავშირდით
მომწერეთ მეილზე ან შეავსეთ ფორმა. შემატყობინეთ საკითხი, სასურველი ვორქშოფი, საკუთარი და სამიზნე ჯგუფის კონტექსტი და მე გიპასუხებთ!
ელ.- ფოსტა: antadzea@gmail.com
ან შეავსე ფორმა