მივწვდეთ ცისარტყელას? ცისარტყელა და ოცნებები

ცისარტყელა ცაში

ოცნებები ჩემი ყველაზე საყვარელი რამ არის ცხოვრებაში. ხელებს შორს გავწევ, რომ შევეხო. ისევე, როგორც მაშინ, როცა ცისარტყელას სველ პეიზაჟში დავინახავ, მზე წვიმით ნაკოცნარს. ჩემი უშუალო სურვილია რომ შევეხო. თუ მანქანაში ვზივარ, ყოველთვის ვითხოვ, ცისარტყელაში გავიაროთ რა! ცისარტყელას პორტალში შევიდეთ! მაგრამ, როგორც ჩანს, ის ჰორიზონტზე რჩება. ჩემი გაწვდენილი მკლავების მიღმა.

რატომ არის ასე? სულ მაინტერესებდა რატომ არ შემეძლო ცისარტყელას ფეხზე მოფერება. ცისარტყელა ისეთივე ხილული იყო, როგორც მის გვერდით მდგარი ხე. ამიტომ მეგონა, რომ მასაც მსგავსად უნდა ჰქონოდა სხეული. ბავშვობაში არ ვიცოდი სატურნის წესების შესახებ. არ მყოლია კარგი მასწავლებელი ფიზიკაში. რომ მყოლოდა, მასწავლიდა, რომ ცისარტყელა და ოცნებები არ ექვემდებარებიან სატურნის პრინციპებს. ისინი არც დროსა და არც სივრცეში შეზღუდულნი არიან. მაგრამ მე ვიყავი დროსა და სივრცეს დაქვემდებარებული … და ამასთანავე მაინც შემეძლო ცისარტყელების და ოცნებების დანახვა.

საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო ოცნებების ნათელი სურათების, მთელი მათი ხორცითა და ფერებით, დანახვა და ასევე მის გვერდით მყოფი პეიზაჟის შემჩნევა. მეგონა, რომ ერთი მეორეში უნდა გადათარგმნილიყო მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებით. ჩემი პირველი დიდი იმედგაცრუება მომდინარეობდა არა ოცნებების ეფემერულობისგან, არამედ დროისგან. დროის შესახებ არ ვიცოდი. მის წესებში ვიყავი მოქცეული, ლექსიკის გარეშე.

გარკვეული დროის შემდეგ ლექსიკა მომცეს. მასში წერია: * ცისარტყელა და ოცნებები არის მშვენიერი დახვეწილი საგნების, რეალური საგნების და წარმოსახვითი საგნების წუთიერი სურათი. ისინი იძლევიან მიმართულებასა და იმედს. ისინი წარმოადგნენენ საწვავს და ასევე რუკას. შეიძლება იყვნენ თვალწარმტაცნი და შთამაგონებელნი.

სუნთქვა სუნთქვით, მოძრაობა მოძრაობით, მოქმედება მოქმედებით, დღითი დღე, ჩვენი ხილვებით ვიკვებებით. ჩვენი შემოქმედება ნელნელა ივსება ფერადი ცისარტყელის ნაწილაკებით. დროთა განმავლობაში ცისარტყელა ხორცდება.

დაე, თქვენი ცისარტყელები განხორციელდნენ, ძვირფასებო,

სიყვარული,

ანა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *