ოჰ არა, ისევ ის დროა. პლუტონის ფაზა დაბრუნდა, გააქტიურებული ზეცაში ციური მოძრაობებისგან. ბოლო ახალი მთვარის დაბნელებისას, 30 აპრილს, პლუტონი სტაციონარული იყო და ემზადებოდა რეტროგრადირებისთვის. ჩემს პერსონალურ ასტროლოგიურ რუკაში, ამასთან ახალი მთვარე ოპოზიციაში ჩაჯდა ჩემს ნატალურ პლუტონთან. არაააა! ჭყუპ, ჭყუპ, ჩაძირვის ხმები. ეს პოსტი ცოტათი ასტროლოგიური იქნება. ვინც განიცდით ზოგადად პლუტონურ თემებს თქვენს ცხოვრებაში სიუხვით, ეს პოსტი ასევე გამოგადგებათ.
რას იწვევს პლუტონის გააქტიურება? ჩემი გამოცდილებიდან, ის ააქტიურებს ღრმად მცხოვრებ მტკივნეულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. პლუტონის ენერგიას ჩვევია გადაუმუშავებელ ტრავმებზე ჩაციკლვა. ჩემს შემთხვევაში, შიშის და უძლურების ნაცნობი თემებს აღვივებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, პლუტონი არქეტიპულად არის დაკავშირებული შიშის და ძალაუფლების/უძლურობის თემებთან, სხვადასხვა ადამიანებისთვის ეს თემები სხვადასხვანაირად გამოვლინდება ცხოვრებაში. მაგრამ, რა სპეციფიკური ფორმაც არ უნდა მიიღოს, ის ისეთი წონიანი იქნება, რომ ვერ დააიგნორირებ.
როგორც ხშირად ამბობენ, პლუტონს უყვარს მცირე რაღაცეების გადიდება და პირიქით. ის მთელ ყურადღებას აპყრობს ამ ერთ რამეზე და ყველაფერ დანარჩენს რიცხავს ხედვის ველიდან. მისი ძლიერი გრავიტაციული ძალა და დამახასიათებელი ლაზერული ფოკუსი ქმნის ძლიერ მიზიდულობას, ამიტომ ძნელი ხდება სხვა რამეების შემჩნევა. ჩემს დეტერმინისტულ ჩვევებზე საკმაოდ დიდი მუშაობის შემდეგაც კი, ყოველ ჯერზე, როცა პლუტონის მტკივნეული ადგილები მიაქტიურდება, მთელ ჩემს ყურადღებას იხმობს. ის მთელს ჩემს ყურადღებას საჭიროებს იმისათვის, რომ შევამჩნიო და მახსოვდეს: გამაჩნია არჩევანი. პლუტოს მიერ გააქტიურებულ ისტორიას ვაშთანთქვივებ თავს თუ არა ჩემზეა. ჯაჭვის ჭრის არჩევანი. ტაროს ენით რომ ვთქვა, საყვარლების კარტა ეშმაკის კარტას ჭრის. და მადლობა, ჰაერის ელემენტო. ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უაზრდ გვეჩვენება. ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ეს გამოსავალი არ არის. ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაბეზრებელია. ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრად უფრო მოსაბეზრებელია, ვიდრე ის ჩვენი გაღვიძებული პლუტონის ისტორია. ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, ძვირფასო. მოისმის.
ასეთი ფაზები ნამდვილად საზიზღარია. შეგრძნებას გვიტოვებს, თითქოს და სრულიად მარტონი ვიყოთ ამაში. – წინაპრები, თქვენ არ თქვით, შენთან ვიქნებით ამიერიდანო? თქვენ არ თქვით, რომ აღარ დამჭირდება მძიმე წონის მარტო წევა? თქვენ არ შემპირდით, რომ ამიერიდან მხარს დამიჭერდით? ზუსტად ამას ვაკეთებთ, საყვარელო. მოისმის. და სინამდვილეში, მე ეს ვიცი. სინამდვილეში, ვგრძნობ მათ, მაშინაც, როცა უფრო შორს იგრძნობიან, ჩემი სტიქსიის წყლების მიღმა. პლუტონის ტკივილის მიზიდულობის ძალას ძლიერი მაგნიტიზი ახასიათებს, რომელიც სხვა და ნაკლები ინტენსიურობის მქონე აწმყოებებს ჩრდილავს. და სიმართლე რომ ვთქვა, კარგ ძალებს იშვიათად თუ ახასიათებთ ასეთი ინტენსიურობა. მაშ ასე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დროს?
მე ვიტყოდი, რომ ვიპოვოთ ღირებულება ამ სიტუაციაში. სხვაგვარად, ეს გამოცდილება უბრალოდ გაუსაძლისია. რა შეიძლება იყოს ასეთი გამოცდილების ღირებულება? შეგვიძლია ვიხელთოთ გარემოება და ეს იგივე ინტენსიური ენერგია გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ, გააქტიურებული იარის სამკურნალოთ და ტრანსფორმაციისთვის. არ არის შემთხვევითი, რომ პლუტონს ხშირად ტრანსფორმაციასთან აკავშირებენ. მისი მწვავე და შეუპოვარი ძალა, რომელიც იარების მარყუჟებს გაფუჭებული ვინილის ჩანაწერებივით ჭედავს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ და ფოკუსი იარის განკურნებას მივმართოთ. პლუტონის ყველაზე დიდი სიძლიერე არის ფოკუსი! ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამით და ვივარჯიშოთ. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვავარჯიშოთ ჩვენი ცნობიერება იმაში, რომ იარასთან ყურადღების მიტანასთან თანადროულად ავღიქვათ ჩვენი დამხმარე ძალების აწმყო და მხარდაჭერა. ჩვენს დამხმარე ძალებს ძალუძთ გაგვიმაგრონ ზურგი. ისეთ ძალებს, როგორებიც არიან ჩვენი ბრძენი და ძველი წინაპრები, ღმერთები და ქალღმერთები, რომლებთანაც ურთიერთობაში ვართ, სიყვარულის ძალა ან რაც არ უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის დამხმარე ძალა. ეს ვებერთელა დამხმარე ძალები ყველა ტკივილზე დიდნი არიან.
გახსოვდეთ,
არ ხართ მარტო ამაში, საყვარლებო,
სიყვარულით,
<3