საწყალი ჭიამაია

საწყალი-ჭიამაია
ჭიამაია

ვიჯექი და ტაროს შლას ვუყურებდი, ამასობაში ჩემს ფეხზე ჭიამაია დამჯდარა. ჩემმა სხეულის რეაქციამ ის მოიქნია. მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ჭიამაია მოვისროლე. ვეძებე სად დაეცა და რო ვიპოვე დაშავებული იყო. ერთი ჩანაწერის გვერდით დაცემულა, რომელიც დეკემბერში დოქტ. დანიელ ფოორის ერთ-ერთი პრაქტიკული ანიმიზმის გაკვეთილის დროს მქონდა გაკეთებული. ამ კონკრეტულ გაკვეთილში ის იმაზე ლაპარაკობს, რომ იმ ცხოველებთან, მცენარეებთან, სულებთან, ღვთაებებთან და ა.შ. დავკავშირდეთ, რომლებიც ადგილის სიახლოვეს გვყავს.

მეც დავუკავშირდი ჭიამაიას. მითხრეს, ქალბატონი ერთი ამბის მოსატანად მოსულიყო, რომელსაც აქ არ ვახსენებ. მაცნემ სიცოცხლე შეწირა. ახლა კი უნდოდათ, რომ ამ მისი ბოლო სუნთქვის ჟამს, სამზარეულოში მცენარის გვერდით ქოთანში დამესვენებინა, შაქრის მარცვლების გვერდით (ჭიებს როგორც ჩანს შაქარი უყვართ, სხვა ჭიებსაც მოუთხოვიათ). შევუსრულე სურვილი და გამოვემშვიდობე.

ამ ირონიულმა შემთხვევამ შემახსენა თუ როგორ მაუცხოვებს ქალაქში ცხოვრება სხვა არსებების მიმართ. ვიტყვი ამას: ბოდიში, ჭიამაიავ. და ვსწავლობ ამას: ქალაქიდან გადადი! თვეების განმავლობაში მესამე სართულზე ცხოვრება ძალზედ დიდი ხანია ჰაერში სამყოფელად ამ ორფეხა არსება ადამიანისთვის, რომელსაც წარმოვადგემ. კიდევ კაი, რომ მალე დავტოვებ ქალაქს.

მადლობა,

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ადამიანს და სხვას,

<3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *