სესიებში შევქმნი რიტუალურ სივრცეს, რომელშიც შენ შეძლებ უფრო ღრმა კავშირში მოხვიდე შენს საკუთარ ხმასთან, შენს შემოქმედებით ძალასთან და იმ დამხმარე წყაროებთან, რომლებისგანაც კერძოდ შენ იღებ შთაგონებას.
ჩვენ გამოვცდით კრეტაიული წერის სხვადასხვა ვარჯიშებს. ისეთებს როგორებიცაა, ცნობიერების ნაკადი/ “stream of consciousness”, ჩენელინგი/ “channeling”, პერსპექტივის ცვლა, დიალოგში შესვლა გარშემოში მყოფ არსებებთან: მცენარეებთან, ცხოველებთან, სულებთან, ნივთებთან, იდეებთან და თეორიებთან. ასევე სხვა მრავალ ვარჯიშს, ისეთი ფორმით შექმნილს, რომ წერა გამოცადო როგორც სახალისო და ამავდროულად სიღრმისეული შთაგონების წყაროდ.
როგორი ფორმისაა სესია?
- გთავაზობთ უფასო 20-30 წუთიან პირველად კონსულტაციას. აქ გავიცნობთ ერთმანეთს, დავადგენთ თუ სად იმყოფები შენს შემოქმედებით პროცესში და დავაზუსტებთ შენს მოლოდინებსა და მიზნებს კრეატიული წერის სესიების მიმართებაში.
- სესიები ჩატარდება Zoom-ზე. (თუ სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი.)
- ერთი რეგულარული სესიის ხანგრძლივობაა 60 წუთი.
- მე შევქმნი დაცულ რიტუალურ სივრცეს, რათა ხელშეუშლელად და სიღრმისეულად დაკავშირდე შენს საკუთარ წერის ხმასთან. შენ გაიცნობ შენს დამხმარე ძალებს და მათი დახმარებით გამოვცდით იმ კომუნიკაციის არხებს, რომლებითაც ჩართული ხარ შენს გარემოში.
- სესიები შედგება მრავალფეროვანი კრეატიული წერის სავარჯიშოებისგან, რომლებიც რიტუალური ელემენტებით არიან შეჯერებულები. წერას გამოცდი როგორც პროცესს, რომელიც მოისაზრებს ურთიერთკავშირში მყოფ აქტს შენსა და შენს გარშემო მყოფ არსებებს შორის.
- მოგცემ სახალისო “საშინაო სავარჯიშოებს”, რომლებიც სესიის წერის პროცესიდან გამოემდინარება, იმისათვის რომ შენი წერის უნარების განვითარება კიდევ უფრო ეფექტური იყოს.
- შენ თვითონ ირჩევ სესიებს შორის შუალედებს და შენი ტემპით მიუყვები პროცესს.
- ფასი: ერთი რეგულარული სესიის ღირებულებაა ლ. 130.
- დაზოგე და წინასწარ დაჯავშნე სამი სესია ლ. 350 ღირებულებით.