ანას შესახებ

ანა

ანა ანთაძე არის შემოქმედი, მკურნალი და ჩვენს გარშემო არსებული სიბრძნეების მსმენელი. ანას სჯერა, რომ სიბრძნე ყველგან ბინადრობს. ანა ქმნის ხელოვნების ნამუშევრებს და თეატრალურ პროექტებს, რომლებიც ეძღვნება სიყვარულს. ანას საყვარელი საქმე არის ნამდვილი თავისუფლებისკენ მისწრაფება და ოცნებების განხორციელება. როგორც თვით მეოცნებეს, მას ახარებს როცა, სხვებს ოცნებები უსრულდებათ – ეს იქნება მცირე, დიდი თუ ვებერთელა ოცნებები.

ანას გზა

ანა დაიბადა თბილისში და გაიზარდა ვენაში. სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში. მდიდარი, თუმცა თეორიულად დატვირთული სწავლის შემდეგ, ანამ განაგრძო მაგისტრატურა ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტში ექსპერიმენტულ თეატრის ფაკულტეტზე, სადაც უნარი შეიმუშავა პოლიტიკურად და სოციალურად მძიმე თემების თამაშის ფორმით დამუშავების. ანას პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ .

სწავლის დასრუელების შემდეგ, ანამ დაიწყო ტრენინგი, როგორც წინაპართა მკურნალად დოქტ. დანიელ ფოორთან , რომელმაც შეიმუშავა უსაფრთხო და ეტაპობრივი მეთოდი წინაპართა ხაზების განსაკურნებლად და წინაპრებთან ურთიერთობების აღსადგენად. წინაპართა კურნების პროცესის საოცარი შედეგებით შთაგონებულმა, ანამ თავის წინაპრებთან ერთად შექმნა შიბიანთა, იმ სურვილით, რომ დაეხმარონ ასევე სხვებს საკუთარ ხალხის ხაზების განკურნებაში. ანას სერვისები სამ ენაზეა: ინგლისურად, ქართულად და გერმანულად.

ანას წინაპრები

ანას წინაპრები ქართული მიწიდან მოდიან. მათი დედის დედის ხაზი ასევე, ძალიან, ძალიან შორს უკან, ეგვიპტურ კულტურას უკავშირდება. თითოეული ხაზი დაკავშირებულია კონკრეტულ ელემენტთან. ანას ხალხი არის წყლისა, ცეცხლისა, ჭექა-ქუხილისა, ხე-ტყისა და ბუმბულისა. ისინი უვლიან ურთიერთობებს მთვარესთან, ძველ ქართულ წყლის ქალღმერთთან, ეგვიპტის ქალღმერთ იზიზსთან, წმინდა ცეცხლთან, კოსმიური სპირალთან, ტყეებთან და სიმღერასა და მუსიკასთან.

საქართველომ თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ განიცადა იმპერიალიზაცია. ამ გვარად ბევრი ძვირფასი ძველი ქართული ცოდნა დაიკარგა. ასევე სხვა მრავალი კულტურა იზიარებს ძველი ცოდნის ფორმების დაკარგვის მსგავს გამოცდილებას. ანას ხალხი ამას დიდ დანაკარგად ხედავს. მათ სურთ გახდნენ მოწმენი იმ ძვირფასი მომენტებისა, როდესაც ძველის და ახლის შეხვედრა ბადებს შემოქმედებას, როდესაც ძველი და ახალი ერთად ქსოვენ ნამდვილი თავისუფლების საფუძველს.

შიბიანთას შესახებ

ვინ ან რა არის შიბიანთა? გაეცანი აქ შიბისა და შიბიანთას წარმომავლობას.

გამოგვეხმაურე

ჩვენ აქ ვართ რომ მხარი დაგიჭიროთ!

დაგვიკავშირდით

ელექტრონული ფოსტით: antadzea@gmail.com

ან

საკონტაქტო ფორმით