რატომ გვიჭირს ძველის უკან დატოვება, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ უკეთესობისკენ ვიწევით? მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ამ გზის მოვლენისათვის რა ხანია ვლოცულობდით. ახლა კი, გვიხდება ლოცვები, დრო დადგა კუთხის მიღმა გავიწიოთ, იმის ცოდნით, რომ უკან დატოვებული გზა ჩამოიშლება როგორც ქვიშის ბორცვები ქარში.
ეს ვიცით და მაინც მტკივნეულია. რატომ არის ასეთი ძნელი გავთავისუფლდეთ იმისგან, რამაც ზიანი მოგვაყენა? იქნებ იმიტომ, რომ ძვირფასი წუთები მტკივნეულ მომენტებში შეზავდა და ეს გვაფიქრებინებს, რომ ვარდის სილამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიმჩნევა, თუ ეკლიან ბუჩქებს შუაში ვდგევართ? ჩვენი მწვანე მანუგეშებელნი, ჩვენი მწუხარების მოწმეები და მრჩევლები ნეტავ გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას? უძილო ღამის შემდეგ ხავსიანი ხეების დამამშვიდებელი შეხება, სიოს მიერ სველი ლოყების მოფერება, ფერადი ყვავილების სიმხნევე, რომელიც გვახსენებს ცხოვრების მრავალფეროვნებას. ფსიქიკა სიცოცხლის ზურმუხტის მომენტებს, ეკლის იარიან კვალს უკავშირებს. თითქოს ვარდის სილამაზით ტკბობა მხოლოდ მაშინ იყოს შესაძლებელი, თუ მის ღეროს მაგრად ჩავეჭიდებით. გაუშვი, საყვარელო – მომესმის. დროა – მიჩურჩულებენ წინაპრები.
რა ცხოვრებაა, ცხოვრება. წინ. გთხოვთ წინ. წავედით. გვიხმობენ ხეები. წადი ტყეში. ტყე არ არის ვარდი, ტყე არ არის ეკლები, ტყე არ არის ეს, ტყე არ არის ის. ტყე უფრო მეტია. მუდმივად ვითარებადი ყოფა. ფოთლების მრხეველი ქარები, ხავსების დამატენიანებელი წვიმის წვეთები, ფრინველებთან მოცეკვავე ხეები, მეზობლებისკენ მწვდომარე ყვავილები, მეგობრებთან ერთად მოსადილე მიკრობები, მოსუნთქავე სხეულებზე მოგზაური ჭიები, სინათლეში რეალიზებული ფერები, ჩრდილებს შორის გამჭოლი მზის სხივები, კისერზე მდგომარე თმები, გულისცემათა ორკესტრში მფეთქავი გული.
დაე, ქარმა მოგვაფრთიანოს გამბედაობის პატარა სტიმულით, წინ ჩვენი გზისკენ,
სიყვარულით <3