ძველი ქართული ხალხური ზღაპარი – გველი და გლეხი

ფერადი გროვა, თბილისი

დღეს მინდა გაგიზიაროთ ძველი ქართული ხალხური ზღაპარი, რომელიც, ჩემთვის, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ჩვენი არსი არ არის ცალკეული არსებობის, რამეთუ ჩვენ ჩაქსოვილნი ვართ მთლიანობაში. დიდ მთლიანობაში, გარემოებებში, რომლებიც გვკრავენ, გვამოძრავებენ და ჩვენზე როგორც კოლექტივზე გავლენას ახდენენ. გამიხარდა ამ იგავის აღმოჩენა და სიამოვნებით გიზიარებთ.

გველი და გლეხი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბედნიერი მეფე. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა ბედნიერი იყო მის სამეფოში, ყველა მხიარული და კმაყოფილი.

ერთხელ მეფეს ხილვა მიუვიდა. სიზმარში მის სახლში ჭერიდან კუდზე ჩამოკიდებული მელა ეკიდა. გაიღვიძა, ვერ ეხილა, რას ნიშნავდა სიზმარი. მან შეკრიბა თავისი ვაზირები, მაგრამ მათაც ვერ ამოხსნეს, თუ რას უწინასწარმეტყველებდა ეს ხილვა.

შემდეგ მან თქვა: „შეკრიბეთ მთელი ჩემი სამეფო, იქნებ ვინმემ განმარტოს იგი“. მესამე დღეს შეიკრიბა მისი სამეფოს მთელი ხალხი მეფის სასახლეში. მათ შორის იყო ღარიბი გლეხი.

ერთ ადგილას მოუწია საცალფეხო ბილიკით გავლა. გზა ორივე მხრიდან კლდოვანი მთებით იყო ჩაკეტილი. როცა გლეხი იქ მივიდა, დაინახა გველი. ბილიკზე იწვა, კისერ-გაწელილი და ენა-გამოყოფილი.

როცა გლეხი ახლოს მივიდა, გველმა დაუძახა: მშვიდობისა, სად მიდიხარ, გლეხო? გლეხმა უამბო რაშიც იყო საქმე. გველმა უთხრა: ნუ გეშინია მისი, მომეცი სიტყვა, რომ მეფე რასაც მოქცემ, გამიზიარებ და მე განგიმარტავ სიზმარს. გაიხარა გლეხმა, სიტყვა მისცა და დაიფიცა: „ყველაფერს მოგიტან, რასაც მეფე შემომთავაზებს, თუ ამ საქმეში დამეხმარები“. გველმა თქვა: ‘მე გავყოფ მას ნახევრად, ნახევარი შენი იქნება; როცა მეფეს დაინახავ, უთხარი: „მელა ამას გულისხმობდა, რომ სამეფოში არის ქვეშქვეშობა, თვალთმაქცობა და ღალატი“.

წავიდა გლეხი, მივიდა მეფესთან და უამბო ის, რაც გველმა ასწავლა. მეფემ ძლიერ მოიწონა და დიდად დაასაჩუქრა. გლეხი იგივე გზით არ დაბრუნებულა, რომ გველისათვის არ ეწილადებინა საგანძური, არამედ სხვა გზით წავიდა.

ცოტა ხანი გავიდა, მეფემ სხვა ხილვა იხილა: სიზმარში შიშველი ხმალი ეკიდა სახურავიდან. მეფემ ამჯერად სასწრაფოდ გაგზავნა კაცი გლეხთან და სთხოვა მობრძანებულიყო. გლეხს ძალიან ეუხერხულა. ვერაფრით ვერ ამოხსნიდა მარტო და იგივე გზით წავიდა როგორც წინათ.

ის მივიდა იმ ადგილას, სადაც ადრე გველი ნახა, ახლა კი გველი იქ აღარ დაინახა. მან შესძახა: “გველი, მოდი აქ ერთი წუთით, მჭირდები”. არ გაჩერდა, სანამ გველი არ მოვიდა. თქვა: „რა გინდა? რა გიჭირს? გლეხმა უპასუხა: “ასე და ასეა საქმე და დახმარება მჭირდება შენი”. გველმა უპასუხა: „წადი, უთხარი მეფეს, რომ შიშველი ხმალი ომს ნიშნავს – ახლა მტრები თავს იქცევენ სამეფოს შიგნიდან და გარედან; მეფე უნდა მოემზადოს ბრძოლისა და შეტევისათვის“.

გლეხმა მადლობა გადაუხადა გველს და წავიდა. მივიდა და უთხრა მეფეს, როგორც გველმა უბრძანა. მეფეს მოეწონა, ომისთვის მზადება დაიწყო და გლეხს დიდი საჩუქრები უბოძა. ახლა გლეხი იმ ბილიკით დაბრუნდა, სადაც გველი ელოდა. გველმა თქვა: “ახლა მომეცი ნახევარი, როგორც დამპირდი”. გლეხმა უპასუხა: „ნახევარი? არა! მე შენ მოგცემ შავ ქვასა და ალს. ამოიღო ხმალი და დაედევნა. გველი ხვრელში გაძვრა, გლეხი კი გაჰყვა და ხმლით კუდი მოსჭრა.

გავიდა გარკვეული დრო და მეფეს კვლავ მოუვიდა ხილვა. ამ ხილვაში სახურავზე მოკლული ცხვარი ეკიდა. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა კაცი გლეხთან. გლეხს ახლა ძალიან შეეშინდა. და მან თქვა: “როგორ წარვუდგე მეფეს?” ადრე გველი ასწავლიდა, ახლა კი მას როგორღა მოიხმარებდა?; მისი მადლის საპასუხოდ მახვილით რომ დაჭრა.

მიუხედავად ამისა, მან მაინც იგივე ბილიკით გაიარა. როდესაც მივიდა ჩვეულ ადგილას, სადაც გველი იმყოფებოდა, დაიძახა: “ო, კარგო გველო, მოდი გთხოვ, რაღაც მინდა გკითხო”. გველი მოვიდა. კაცმა თავისი მწუხარება გაუზიარა. გველმა უთხრა: „მეფეს ნაბოძვარის ნახევარს თუ მიწილადებ, გეტყვი“. დაჰპირდა და დაიფიცა. გველმა თქვა: “ეს იმის ნიშანია, რომ ახლა ყველგან მშვიდობა დაისადგურებს და ხალხი წყნარ, სათუთ ცხვრებსა ემგვანებიან”.

გლეხმა მადლობა გადაუხადა და გზას გაუდგა. როცა მეფესთან მივიდა, უამბო, რაც გველმა გაუზიარა. მეფეს ძალიან მოეწონა და კიდევ უფრო დიდი საჩუქრებით დახუნძლა. გლეხი იგივე გზით დაბრუნდა, იქ სადაც გველი ელოდა. მივიდა გველთან, გაყო ყველაფერი, რაც მეფისგან მიიღო და უთხრა: „როგორი მომთმენი იყავი ჩემი და ახლა მე იმასაც მოგცემ, რაც მეფემ ადრე მომცა“. მან თავმდაბლად ითხოვა პატიება ყოფილი დანაშაულებისთვის. გველმა თქვა: „ნუ დარდობ და ნუ შეწუხდები; შენი ბრალი არ იყო. პირველად, როცა მთელი ხალხი მთლად მატყუარა იყო და ქვეყანაში ღალატი და თვალთმაქცობა სუფევდა, შენც მატყუარა იყავი, რადგან შენი დაპირების მიუხედავად, სახლში სხვა გზით დაბრუნდი. მეორედ, როცა ყველგან ომი იყო, ჩხუბი და მკვლელობა, შენც მეჩხუბე და კუდი მომაჭერი. მაგრამ ახლა, როცა მშვიდობა და სიყვარული მოეფინა სამეფოს, შენ საჩუქრები მოიტანე და ყველაფერი გამიზიარე. წადი, ძმაო, ღვთის მშვიდობა იყოს შენთან! არ მინდა შენი სიმდიდრე“. და წავიდა გველი და გაქრა მის ხვრელში.


წყარო: ქართული ხალხური ზღაპრები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *