წინაპრები წარმოადგენენ ყველა იმ ხალხს, ვინც შენამდე ცხოვრობდა და თანამონაწილეობა მიიღო შენს შექმნაში. მათ მრავალი ათასეული წლები იცხოვრეს ჩვენს სამყაროზე და ყველა სახის წარმოსადგენ სიხარულსა თუ გასაჭირს შეესწრნენ. ეს მათ ძვირფას სიბრძნის მცველებად ხდის და ასევე უანგარო სიყვარულის მატარებლებად. ისინი საუკეთესო მრჩეველები და გზამკვლევები არიან ჩვენი თვითრეალიზებისათვის. ისინი იცნობენ ჩვენს ნამდვილ, უნიკალურ პოტენციალს და სურთ ამ პოტენციალის სრულფასოვნად განხორციელება, ჩვენი განსაკუთრებული ნიჭისა და შიდა განძეულობის აღმოცენა და განვითარება. რა ხანია გველოდებიან, რომ მივუბრუნდეთ და კავშირი ავღადგინოთ მათთან. ჩვენ მხოლოდ უნდა დავუკავშირდეთ და მოვითხოვოთ მათი სიბრძნე, სიყვარული და მხარდაჭერა.
მაშ, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
არ გჭირდება მედიუმი იმისათვის, რომ დაუკავშირდე შენს საკუთარ წინაპრებს. შენ ყველაფერი გაგაჩნია იმისათვის, რომ შენს წინაპრებთან პირდაპირი კავშირი დაამყარო. მე აქ ვარ იმისათვის, რომ მხარი დაგიჭირო შენს პროცესში და შეგიქმნა მყარი რიტუალური სივრცე, რომელშიც უსაფრთხოდ დაუკავშირდები შენს არქაულ და ბრძენ წინაპრებს. პროცესის განმავლობაში შენ დაიმტკიცებ თავდაჯერებას საკუთარი ინტუიციის პროცესში და გაარკვევ შენს საკუთარ ინტუიტიურ სტილს.
თუ თავი გიგრძვნია დაკარგულად, წინაპრები საუკეთესო წყარო არიან იმისათვის, რომ გაგახსენებინონ შენი უნიკალური არსი და შენი ამ ქვეყნად მოვლინების მიზეზი.
ჩვენს წინაპრებთან ცნობიერ ურთიერთობაში შესვლას მოყვება მკურნალი შედეგენი არა მარტო გარდაცვილი სულებისათვის, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან წინაპრებს, არამედ ჩვენთვისაც ინდივიდუალურად, რამეთუ მათი კარგად ყოფნა ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ ირეკლება. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, სად ცხოვრობ, შენს ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გაქვს თუ არა, წინაპრები ყოველთვის ხელმისაწვდომნი არიან. მათთვის, ვინც ამ ცხოვრებაში ეძებენ ერთობის, ღრმა კავშირის, საკუთარი ბედის აზრის გაგების და ნამდვილი მხარდაჭერის გამოცდილებას, ჩვენს არქაულ წინაპრებთან დაკავშირება განსაკუთრებით მკურნავ და გამამთელებელ გამოცდილებას წარმოადგენს.
ჩვენი წინაპრები გაგვაცნობენ ჩვენს უნიკალურ განძეულობასა და ნიჭს.
წინაპრებთან დაკავშირებისას ჩვენ ვიგებთ ჩვენს უნიკალურ ნიჭებს და საჩუქრებს. ჩვენმა უხუცესებმა იციან, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გავააქტიუროდ ეს ნიჭი. მათ ყველა საჭირო ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ იმისათვის, რომ ეფექტურად გვიხელმძღვანელონ თვითრეალიზების გზაზე. არაფერია უფრო სასიამოვნო, ვიდრე უხუცესების მხარდაჭერით საკუთარი ნიჭის აღმოჩენა და რეალიზება. საკუთარ სულთან მართლად შემოქმედობა საჭიროა იმისათვის, რომ შევქმნათ ერთად სამყარო, რომელშიც ცხოვრება ღირს.
წინაპართა თაყვანისცემა
ადამიანი არქაული დროიდან უვლიდა წინაპართა ურთიერთობის კავშირებს და დღესაც წინაპართათვის ზრუნვა მრავალი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც წინაპართა ადათ-ჩვევები ისტორიის მანძილზე დაკარგულ იქნა. მათი დავიწყება ჩვენი დავიწყებაა. თუ შენ გწადია გაიხსენო შენი ნამდვილი არსი და შენი მოწოდების ძახილი ჩაგესმის, ეს ნიშნავს რომ იმ კულტურულ ბზარს აღიქვავ, რომელმაც დავიწყებას მისცა ჩვენი ჩაქსოვილობა უფრო ფართო და მდიდარ ურთიერთობების ქსელში. და თუ გესმის შენი მოწოდების ძახილი, ეს ნიშნავს რომ შენ ძალგიძს დაარღვიო ეს დავიწყება. პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენს კულტურებში მყოფი არაჯანსაღი ნაციონალისტური ტენდენციების უმეტესობა მომდინარეობს იმისგან, რომ არ გვახსოვს ვინ ვართ. როცა არ იცი ვინ ხარ, იკარგები და სხვას ერჩი. ასე რომ, წინაპართა ურთიერთობებისათვის ზრუნვა არ არის ნაციონალისტური ქმედება, არამედ საკუთარი თავის მოყვარეობის ქმედება, და შესაბამისად, სხვის მიმართ მოყვარეობის ქმედება. თვით სიყვარული არის უცხოთ სიყვარული.
მე მხარს დაგიჭერ შენს გზაზე
მე აქ ვარ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭირო დაუბრუნდე შენს წინაპრებთან კავშირს და მათთან ძლიერი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა დაამყარო. როდესაც დიდი ხანი დავიწყებას გვქონდა მიცემული ძვირფასი კავშირები, მათთან უკან დაკავშირების პროცესმა შეიძლება ჩვენში სათუთი და მგრძნობიარე ადგილები გააღვიძოს. მე შევქმნი მყარ რიტუალურ ჩარჩოს, იმისათვის რომ შენ შეძლო მთელი ყურადღება მიაპყრო შენს საკუთარ წინაპარ გიდთან კავშირის დამყარებისათვის. ისე რომ თავი მხარდაჭერილად იგრძნო, მოეშვა და ღრმა და ძლიერი კავშირი დაამყარო შენს წინაპრებთან, მათ განსაკუთრებულ ნიჭებს გაეცნო, და ეს ნიჭები შენში გააღვიძო.