შიბი – უძველესი ღვთაებათა ჩამოსაბრძანებელი ხიდი

შიბიანთას ხიდი
შიბი ანას მიერ

მოდით, მცირე ხნით გამომყევით დიდებულ ხევსურეთში. ხევსურეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთში მდებარეობს. ხევსურული კოსმოლოგია უხვადაა ინფორმირებული ვარსკვლავებისა და დედამიწას შორის კავშირით. ვარსკვლავებს დედამიწაზე სიცოცხლის სათავედ მიიჩნევდნენ. ხევსურულ კოსმოლოგიაზე ძველ ქვებსა და საცხოვრებლებზე ამოტვიფრული სიმბოლოები გვიამბობენ. ამასთანავე მას მითოლოგიითა და შემორჩენილი წეს-ჩვეულებებით შეგვიძლია გავეცნოთ.

ხევსურული სიმბოლოები

ძველი ხევსურები მიიჩნევდნენ სამი სამყაროს არსებობას – ამ ქვეყნისას, ქვესკნელისას და ზეცისას. წყალი იყო დედამიწისა და ქვესკნელის დამაკავშირებელი. ხეები კი დედამიწასა და ზეცას აერთიანებდნენ.

მთის მფარველი ანგელოზები

ხევსურეთში მთები წმინდად ითვლებოდა და თითოეულ მთას თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავდა მიმწესებული. მფარველი ანგელოზების სახელზე ხატს აშენებდნენ. ხატის შესასვლელთან შესაწირისა და სამადლობელის სახით რგავდნენ ხეს. ეს ხე ითვლებოდა ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ხედ. მას უწოდებნდენ “ხემხვივანს”. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ხევსურულ კოსმოლოგიას უფრო ვრცლად.

გიგაურის სალოცავი

ხეები ითვლებოდნენ ცისა და დედამიწის დამაკავშირებლებად

წმინდა ხე ამქვეყნიერებას აკავშირებდა ზეცასთან. ხის გვირგვინსა და ზეცას შორის ჯაჭვის ხიდი იყო გადაჭიმული, რომელსაც ეწოდებოდა შიბი. შიბი აკავშირებდა ღვთაებებს დედამიწასთან. შიბის მეშვეობით ღვთაებებსა და მფარველ ანგელოზებს შეეძლოთ დედამიწაზე დაშვება.

შიბიანთა

შიბიანთას სივრცე ადგილს უთმობს შიბის მოგზაურებს. აქ ვესალმებით სიკარგესა და ძველ სიბრძნეს. ყველა ვიზიტორი ამ სივრცისა შიბის მგზავრთა მიერ არის დალოცვილი.

გაუფრთხილდით ერთმანეთს!

<3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *