Queer Femme

ქვიარ-ქალი
Woman ანას მიერ

რას ნიშნავს გქონდეს სხეული, რომელიც ითავსებს ქალის გამოხატულების უთვალავ სახეს? წინაპართა ბებიის-ხაზებთან ურთიერთობები გვიმტკიცებენ თუ როგორი მრავალფეროვანია „ქალი“. გვიდასტურებენ იმას, რომ აბსოლუტურად არ არსებობს ქალის ნორმა.

ერთ-ერთი დედის ხაზი, პირველი რომელსაც დავუკავშირდი, არის ქალის გამოხატულების/ female presenting, ცენტრით მამაკაცური/ masculine of center. ის ამაყია მისი ქალობისა, ქალღმერთის თაყვანისმცემელია, სილამაზის მოყვარულია, ძერაა, წარმატების მსწრაფველია, უყვარს ბრწყინვალე შესრულება. კიდევ ერთი მორიგი ბებიის ხაზი იდუმალია, სამყაროს საიდუმლოებებში მიმალული, ეთაყვანება კოსმიურ ვულვას, დიდ პატივს სცემს პირველყოფილ ქაოსს და ფსიქიკური ზიანისგან მიცავს. კიდევ ერთი ბებიის ხაზი ოკეანის წყალია. როცა მას ვხვდები, თავის წყლებში მიწვევს და წყლის ყოფნის მეტი არაფერი რჩება. კიდევ ერთი არის ელვის არსება, მაღალი დამუხტვის მქონე კოსმოსური ენერგიით. მძვინვარეა, არ აინტერესებს ფორმა. უფრო ზუსტად, დიდ სიამოვნებას იღებს უფრომობისგან, სხეულისგან განთავისუფლებისგან და სინათლის სიჩქარიდან. სქესთა იდეაც კი აბრაზებს. ლაბირინთებს ვერ იტანს. სისულელეს მოეშვი, გაპე შუაზე ბინდი! იტყვის ხოლმე, როცა დავიბნევი გზაზე. გაჭერ სისულელე! პირდაპირ საქმისკენ! ფსუაშჩძჩჩ, ელვა დაეცა.

რაც უფრო და უფრო მეტ ხაზებს ვეცნობი, მით უფრო და უფრო მეტ უნიკალურ გამოხატულებებს ვხვდები. ისინი მსოფლის უთვალავ უნიკალურ სიმრავლეს ასახავენ. რას ნიშნავს ეს სიმრავლე ჩვენთვის როცა ერთი სხეული გაგვაჩნია? გამარჯობა, მრავალფეროვნებავ, რომელიც ჩემში ბინადრობ, რა დამაბნეველი ხარ! რა კარგია, რომ ბებიები მყვანან. მათთან ურთიერთობა მეხმარება ჩემს ფსიქიკასა და ყოფის ბუნებას შორის მეგობრობა დაამყარონ. ფსიქიკას, რომელიც მუდმივად ეძებს ერთ იდენტობას ჩაებღაუჭოს, და ყოფიერების ჭეშმარიტებას, რომელიც იდენტობის გარეშეა და ამავდროულად მრავალ იდენტობიანი.

ისიამოვნეთ თქვენი უხვი სხვასახეობებით, ძვირფასო,

ისიამოვნეთ თქვენი ულევი არსების შეცნებით,

სიყვარულით <3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *