მოდით ვისაუბროთ ახალშობილის ტირილზე. ჩვენ კოლექტიურად არსებით ცვლილებებს გავდივართ, დავტოვეთ ერთი დიდი თავი უკან და დავიწყეთ ახალი. ის სურვილი და ოცნებები, რომელიც ჩვენს მკერდში ანათებდა ეს ბოლო წლები, მაგრამ ადგილი არ ჰქონდა რეალობაში, ახლა მზად არის ფორმირებისთვის. ახლა, როდესაც ახალი საბოლოოდ მოვიდა, მათ როგორც იქნა სივრცე ეძლევათ შესასისხლხორცებლად.
ცვლილება ტალღებით მოდის, რა თქმა უნდა. მაგრამ არის მომენტები, როდესაც იმის გაცნობიერება, რომ ცვლილება ნამდვილად მოვიდა, რომ ჩვენ ბარიერი ნამდვილად გადავლახეთ, ერთბაშად აშკარა ხდება. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ისე ჩანდა, თითქოს მომწიფების ცხრა თვე არასოდეს დამთავრდებოდა. მაგრამ აქ ვართ. ტანს შვების ჟრჟოლვა ელვება, შემდეგ კი ტირილი მოჰყვება. ცრემლები არ მთავრდება, პირი ფართოდ არის გაღებული, ნაოჭები სახეს რკალავენ. როგორც ახალშობილი ბავშვი პირველი ტირილისას.
ამას ახალშობილის მწუხარება ჰქვია. პირველი ტირილი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ უცხო გარემოს, მისი ახალი ფიზიკის კანონების და გრავიტაციის ძალის მიმართ დისკომფორტის შეგრძნება. ის ერთგვარი დანაკლისის მწუხარებაა. რადგანაც, დანიშნულების ადგილზე მიღწევა იმას ნიშნავს, რომ ის, რაც ადრე იყო, ნამდვილად დასრულდა. თუმცა ეს არ არის სევდიანი ტირილი, ეს არის შვების ტირილი. მთელი ის გარდასახვის კონცენტრირებული ძალისხმევა, რომელიც საჭირო იყო ახლად დასაბადებლად, შეგვიძლია ახლა გავუშვათ და განვთავისუფლდეთ.
ეს არის სიხარულის ტირილი და მწუხარების ტირილი. მწუხარების, რადგან ჩვენ დანაკარგვს დავტირით. ადგილის, კავშირის და ერთგვარი მდგომარეობისა თუ ყოფის დაკარგვას. სიხარულის, რადგანაც მადლიერებისგან ვტირით, იმისათვის, რომ როგორც იქნა ეს მომენტი დადგა. ჩვენ ახალშობილ სხეულები ახალი დროის ჰაერით ივსება.
მოდით, ცოტა ხნით შევჩერდეთ აქ. შევჩერდეთ, სანამ ახალი გზისთვის გეგმების შემუშავებას შევუდგებით. შევჩერდეთ და ვაღიაროთ ცოცხალი ჰაერი, ყვავილების სიჭრელე, ფუტკრების ბზუილი, მზის სხივები, ვერცხლის ბზინვარება და სამყაროს ზუზუნი, რომელიც ჩვენს ოცნებებთან სინთეზირდება.
გილოცავთ, ძვირფასებო,
ისიამოვნეთ ახალი ცხოვრებით,
სიყვარულით
<3