რაც ჩემს მშობლიურ მიწაზე დავადგი ფეხი, დავრწმუნდი, რომ დაბრუნების ლტოლვა არ იყო ნოსტალგიური შეგრძნებიდან გამომდინარებული. მიწა მიხმობდა და მას უხარია რომ დავბრუნდი. მას ნებისმიერი იმ მრავალრიცხოვანი შვილის დაბრუნება უხარია, ვინც საზღვარგარეთისათვის დავტოვეთ სამშობლო. უკან დავტოვეთ საშინაო ქაოსი, გაურკვევლობა, სიდუხჭირე, პოლიტიკური არეულობები და იდენტობითი დაუცველობის შეგრძნება. ქვეყნებისკენ გავემართეთ, რომლებიც უფრო მეტ ეკონომიკურ სტაბილურობას, მოწესრიგებულ სტრუქტურებსა და განათლების ძალაუფლების ცირკულაციაში თანამონაწილეობას გვთავაზობენ.
ასე მრავალმა შვილმა დატოვა უკან დიდი დედა. 90-იან წლებში ეს ჯერ კიდევ იშვიათი რამ იყო. ბავშვობაში ზაფხულში რომ დავბრუნდებოდი ხოლმე, „ფირმა გოგოს“ მეძახდნენ. „ფირმა“ აღნიშნავდა „პროდუქტის ეტიკეტს“. კაი ხანი დამჭირდა გამეგო, ფირმას რატომ უწოდებდნენ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს. დღეს რომ ვფიქრობ მაგაზე, ვხვდები, რომ ეს საინტერესო და ძალიან ზუსტი აღმნიშვნელი ილუსტრაცია იყო ჩვენი გაიდეალიზირებული დამოკიდებულებისათვის „დასავლეთთან“. უცხოური ფირმები, Snickers, Xerox, Adidas… აღნიშნავდნენ მაშინ ჯერ კიდევ ეგზოტიკურ და სასურველ რეპრეზენტაციებს იმ “თავისუფლებისა” რასაც ასე მოწყურებულები ვიყავით საბჭოთა კედლების დიდი ჟამიდან.
მთელ მსოფლიოში მხოლოდ 4,7 მილიონი ქართველიღა დარჩა
დროთა განმავლობაში იაფმა ფრენებმა საქართველოშიც მოაღწია და სულ უფრო მეტმა ადამიანმა მოახერხა “ფირმაში” წასვლა. იმდენმა, რომ სტატისტიკის მიხედვით დღეს მთელ მსოფლიოში მხოლოდ 4,7 მილიონი ქართველიღა დარჩა. ეს საკმაოდ კრიტიკული რიცხვია. ჩვენ არასდროს გამოვირჩეოდით დიდი სიმრავლით, მაგრამ 4,7 შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქედან დაახლოებით ერთი მილიონი საქართველოში არ ცხოვრობს.
ძველი ქართული კულტურა, ჩვენი ისტორია და კულტურული იმპერიალიზმის საფრთხე
ამან დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე. იმიტომ რომ, ხედავთ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მკვიდრი ხალხი ვართ. “Native People” როგორც ინგლისურში უწოდებენ იმ ცოტა რიცხვს მიკუთვნილ ხალხს, ვინც დღეს მსოფლიოზე კიდევ შემორჩა. საქართველო პატარა და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც პროტოქართული ტომები უკვე ძვ.წ მე-12 საუკუნეში ჩნდებიან წერილობით წყაროებში. როგორც პატარა ქვეყანამ, დიდი იმპერიული ძალებით გარშემორტყმულმა, საქართველომ ისტორიის განმავლობაში მრავალი იმპერიალიზაცია და კოლონიალიზაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც რაღაცნაირად, თითქოს სასწაულებრივად, გადავრჩით. ეს საკმაოდ საინტერესო ისტორიულ პრეცედენტად მეჩვენება. სამწუხაროა, თუ ჩვენ ამის მერე, მიმდინარე კულტურული იმპერიალისტური პოლიტიკის გამო დაგვემუქრება ქრომა. კულტურული იმპერიალიზმი საინტერესო ეშმაკურობით გამოირჩევა. ძნელია მისი აშკარად შენიშვნა და დანახვა, რადგანაც ის არ მოქმედებს პირდაპირ ფიზიკურ დონეზე. ის მუშაობს „გლობალური ჩრდილოეთის“ ფასეულობებისა და ნარატივების დაფენოვნებით, რაც იწვევს ადგილობრივი ცოდნისა და ძველი ადათ-წესების ქრომას. პოსტ კოლონიალისტური თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი ფრანც ფანონი ამ პროცესს უწოდებს დამოკიდებულების კომპლექსს კოლონიზატორებისადმი, (Frantz Fanon, Black Skin, White Masks).
პრობლემური ნაციონალიზმი
თინეიჯერობისას, მსაგვსად მრავალი ჩემი თანატოლისა, ერთგვარ ანტიპათიას იწვევდა ქართული ნაციონალისტური მონოლოგები. სუფრასთან მსხდარი მთვრალი კაცები, ქართულ ფასეულობებს რომ ისაკუთრებდნენ. ფასეულობებს კაი კაცობაზე, მეომრობაზე, კარგ მსმელობაზე და ბრმა რწმენაზე. ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საქართველოში მეტი სოცოიალური როლების არჩევანი არ იყო. ეს თავისუფლების შეგრძნებას მიხშობდა. სხვა ქართულ ნარატივებს ადგილს არ უტოვებდა და სურათს ხატავდა, თითქოს პატრიარქალური ღირებულებები ჩვენი კულტურის ერთადერთი ჭეშმარიტი ფესვია. ამითი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თუ სხვა იდენტობის მოძიება გინდა ვიდრე მწირე ასორტიმენტში არის შემოთავაზებული, მას გარეთ, უცხოეთში უნდა ეძიო.
ქვეყნის კულტურა ზედმეტად კომპლექსური ფენომენია იმისათვის, რომ მან მხოლოდ მწირე რაოდენობის, ხისტი იდენტობების არჩევანი მოითავსოს. თან ისეთი მოდელების, რომლებიც მოცემული ერის ისტორიული გადარჩენის აუცილებლობიდან წარმოიქმნება. ასევე, კულტურა ბევრად უფრო კომპლექსური ფენომენია იმისათვის, რომ გლობალური იმპერიული ძალებისგან გადმოღებული იდენტობები საფუძვლიანად შეითავსოს. რადგანაც მასე მოსიარულე ღრუბლები ვხდებით. მოსიარულე ღრუბლები კი, ფესვების ალქიმიურ ძალას მოკლებულნი არიან. არადა, ფესვები იმ ნიადაგს წარმოადგენენ, რომლებსაც კომპლექსურობის მონელება, ფერმენტაცია და ჰარმონიზაცია შეუძლიათ.
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ქართულ მიწას?
იქნებ ახალგაზრდები იმიტომ მიდიან უცხოეთში, რომ თავიანთ ქვეყანაში შემოთავაზებული იდენტობებისა და სოციალური როლების არჩევანი არ აკმაყოფილებთ? მაშ როგორ შევთავაზოთ მათ მეტი? იქნებ ჩვენს საკუთარ ფესვებში არსებობს მრავალფეროვნებისა, კომპლექსურობის და იდენტობათა არჩევანის სიუხვე? იქნებ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ისინი, ვისი სახელებიც აღარ გვახსოვს, ჩვენი ფესვების სიბრძნის მატარებლები არიან? როგორ მივწვდეთ მათ, ვინც თითქოს ასე შორს წარსულში იმყოფებიან? ჩვენ ყოველთაგანს შეგვიძლია გავეცნოთ ჩვენი წინაპრების სიბრძნეს, იმისდა მიუხედავად წერილობითი წყაროები გაგვაჩნია თუ არა.
როგორ დავიბრუნოთ ჩვენი შვილები ჩვენს ქვეყანაში?
ჩვენმა წინაპრებმა, ძველებმა, მათ, ვინც ისტორიის წიგნების ჟამს სცდებიან, კარგად იცოდნენ არსებობის კომპლექსურობის შესახებ. ისინი მათ სიბრძნეს ბუნებრივ გარემოში იღებდნენ, მათ თემებში და ღვთაებრიობასთან პირდაპირ ზიარებაში. ისინი მდიდარი ურთიერთობების ეთიკით ცხოვრობდნენ და მიწისა და ცის სიბრძნეების მატარებელნი იყვნენ. თითოეული ჩვენი წინაპრული საგვარეულო ხაზი განსაკუთრებულ საიდუმლოებას მოიცავს და უნიკალურ საჩუქარს ატარებს, რომლის ამოხსნა და შეგნებულად წინ წამოწევა შესაძლებელი არის.
უხვი სიმდიდრე დევს ჩვენს ფესვებში. საკმაო სიუხვეა აღმოსაჩენი ჩვენს მიწაში და საკუთარ თავში, ინდივიდუალურად და კოლექტიურად. როდესაც ჩვენ უფრო აშკარა წარმოდგენა გვაქვს, თუ ვინ ვართ და რა ფასეულობა გაგვაჩნია, უფრო ჯანსაღი ურთიერთკავშირების გაბმაა შესაძლებელი. ეს საშვალებას მოგვცემს კოლექტიური ძალისხმევის გამოჩენით ზუსტად ის სტრუქტურები და სასიყვარულო ნიადაგები შევქმნათ აქ, რომლებსაც უცხოეთში ვეძებთ.
ვუხმობთ ჩვენი ძველი, მოსიყვარულე და ბრძენი წინაპრების მხარდაჭერას
როგორ შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი? როგორ ვიპოვოთ ჩვენი ღირებულება და როგორ გავამდიდროთ მაგით მსოფლიო? ჩვენი უძველესი წინაპრები მხარდაჭერის მოხალისეები არიან. ჩვენ შეგვიძლია მათ პირდაპირ დავუკავშირდეთ. ისინი მზათ არიან გაგვაცნონ თავიანთ ცოდნასა და სიბრძნეს და შეგვიქმნან გზები, იმისათვის, რომ ჩვენი სუპერ ძალები გამოვაღვიძოთ. ისინი მზად არიან, რომ ჩვენს სასიკეთოდ შეგვიქმნან გარემოებები და ჩვენი ავთენტური იდენტობის პოვნაში შეგვიწყონ ხელი.
შენ მათ ალბათ უკვე გრძნობ შენს გულში და შენს ძვლებში. აი ეხლაც, ამ მომენტში. შენ ალბათ უკვე იცი, ღრმათ, შენს სიღრმეში, რომ მათ უყვარხარ ზუსტათ ისეთი როგორიც ხარ. მივცით მათ იმის საშვალება რომ ეს დაგვიმტკიცონ. მივცეთ მათ იმის საშვალება, რომ გამოგვიმჟღავნონ თავიანთი სიყვარული და შეგვიქმნან ჩვენი ღვთაებრიობის ანარეკლის ამსახველი სარკე.
<3