1. აპრილის სპეციალური გამოცემა – მატყუარა
გონება მისხლტდებოდა ხელიდან ამ დილით აშთანგა იოგას ვარჯიშის დროს: მკვირცხლი აზრები გამირბოდნენ და ვბრაზდებოდი გონების გაცურების მცდელობაზე. ჩემი გონების ხრიკების შესახებ ფიქრის დროს, საინტერესო აზრი მომივიდა: მატყუარას ფიგურასა და გონებას შორის ნიშანდობლივი და პარადოქსული კავშირი არსებობს.
მატყუარა მრავალი სახელითაა ცნობილი მთელ მსოფლიოზე. ის ერთერთი უძველესი არქეტიპია და გვეცნობა როგორც იორუბის მატყუარა ღმერთი ეშუ, ეგვიპტის ქალღმერთი ისიდა, აკანების ანანსი, ნორვეგიული მითოლოგიის ლოკი, იაპონური კიტსუნე, სიუქსების ჰეიოკა, ბერძნული ჰერმესი, რომაული მერკური, ტაროს სულელი, ბიბლიის გველი და ევა და ა.შ.
მატყუარა ცნობილია თავისი ბრწყინვალე გონებით, ეშმაკობით, კრეატიულობით, გამჭრიახობით, ამაო სიტუაციებში პერსპექტივების დანახვით და სისუსტეების სიძლიერეებად გადაქცევის უნარით. ის ასოცირდება გზაჯვარედინებთან, კომუნიკაციასთან, მოგზაურობასთან, მაგიასთან და ფორმა-ცვალებასთან. ის უგებს უძლიერეს ღმერთებს, ადვილად ადაპტირდება და ფორმას მისი გარემოებების მიხედვით იცვლის. მას ტრანსფორმაციის ძალა შესწევს და იცნობს ბუნების სიცარიელის კანონს. მატყუარა არც ეს არის და არც ის, არამედ ყველაფერი და ამავდროულად არცერთი. ეს თვისებები მას მშვენიერ კანდიდატად ხდის ქვიარი საზოგადოების წარმომადგენელთათვის. რამეთუ ის სქესის განუსაზღვრელობის კულტურული არქეტიპის წმინდა მაგალითია.
კავშირი გონებასა და მატყუარას შორის
ასტროლოგიაში მერკური არის პლანეტა, რომელიც ასოცირდება გონებასთან და აზრთან. ეს არის ერთადერთი პლანეტა, რომელსაც ტრადიციულ ელენისტურ ასტროლოგიაში სქესი არ აქვს მიჩენილი. ტაროში სულელის კარტა შეესაბამება რიცხვ ნულს. ის დიდი 0, რომელიც მოიცავს ყველაფერს და არ შეიცავს არაფერს, ის უსასრულო პოტენციალი, საიდანაც ყველა რიცხვი იბადება. ბიბლიაში გველი ატყუებს ევას, რომელიც თავის მხრივ აცდუნებს ადამს ჭამოს ცოდნის ხილიდან. ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალღმერთი ისიდა გამოსტყუებს მზის ღმერთ რა-ს მის უაღრესად ძლიერ საიდუმლო სახელს. და ასე შემდეგ, გრძელდება და გრძელდება.
ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ მატყუარას, როგორც ინტელექტის მტარებელ ფიგურას. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ ეს პერსონაჟი, როგორც თვით გონების არქეტიპი. ამ პერსპექტივიდან გონება არის მატყუარა. და გონება, მართლაც და, არ არის ყველაზე დიდი ფორმის მცვლელი? მას მატერია არ გააჩნია, შესაბამისად, მას ფიზიკური შეზღუდვები არ აბრკოლებენ, მას შეუძლია ჩამოაყალიბოს, მოარგოს, შექმნას, და დაარღვიოს აზრები, შეუძლია განსაზღვროს ობიექტი და ხელახლა განსაზღვროს იგი, შეუძლია შორეულ ქვეყნებს წვდეს, მას შეუძლია გაიაზროს ნაცნობი და უცნობი, და მას შეუძლია გავგაცუროს.
გონება, როგორც მატყუარა
თუ გონებას მოვიხსენიებთ, როგორც ტაროს სულელის ნულს, როგორც გენდერულად ნეიტრალურ მერკურს, ჩვენ ვხედავთ მის არა ბინარულ ხასიათს. თუმცა, საინტერესოა, რომ ის სწორედ იმ ძალას წარმოადგენს ვინც შექმნა ბინარები. გენდერულ და ქვიარ დისკურსებში ჩვენ ვსაუბრობთ სქესის და გენდერის დაუფიქსირებულობაზე და მამაკაცისა და ქალის ცნებეზე, როგორც გონების კონცეპტუალურ პროდუქტზე. როგორც ჯუდით ბატლერმა აღნიშნა, გენდერი იქმნება იტერაციების მეშვეობით – ანუ, ისტორიის მანძილზე ისეთი სიხშირით და სიმრავლით გამეორებული კულტურული მოქმედებები, რომ დროთა განმავლობაში ფორმასა და მატერიას იძენს.
თუ ჩვენ მივყვებით არგუმენტს და გონებას შევხედავთ, როგორც ბინარობისა და დუალიზმის გამომწვევ მიზეზს, ვხვდებით პარადოქსს. როგორც ჩანს, სწორედ ის, რაც ქმნის დუალიზმს არის განუსაზღვრელობით დახასიათებული. მე ყოველ ჯერზე ვარ გაოგნებული სამყაროს პარადოქსულობით. ეს მიყვარს. სამყარო, შენ ხარ ყველაზე დიდი მატყუარა.
დასკვნა: კარგი ამბავი გვაქვს! თუ გონება ქმნის ბინარულობას და ამავდროულად არის მზაკვარი ფორმის შემცვლელი მატყუარა, მასვე გააჩნია საკუთარი შექმნილი პრობლემის წამალი.
იზრუნეთ ერთმანეთზე და შეირგეთ ფორმის ცვალებადი ხასიათი,
სიყვარულით
<3