ვიდექი დღეს საფრანგეთის ერთერთი სოფლის გზატკეცილზე, ცივი ცხვირით, სველი ფეხებით და დამძიმებული მხრებით, ხელში მუყაო მეჭირა, სადაც ეწერა „რენი“. იმედგაცრუებული ვიყავი, სავარაუდოდ, ორასი უარისგან, სამი საათის ავტო სტოპის მცდელობის განმავლობაში.
დაწვრილებით „ლოცვის ძალა“ახალშობილის ტირილი
მოდით ვისაუბროთ ახალშობილის ტირილზე. ჩვენ კოლექტიურად არსებით ცვლილებებს გავდივართ, დავტოვეთ ერთი დიდი თავი უკან და დავიწყეთ ახალი. ის სურვილი და ოცნებები, რომელიც ჩვენს მკერდში ანათებდა ეს ბოლო წლები, მაგრამ ადგილი არ ჰქონდა რეალობაში, ახლა მზად არის ფორმირებისთვის. ახლა, როდესაც ახალი საბოლოოდ მოვიდა, მათ როგორც იქნა სივრცე ეძლევათ შესასისხლხორცებლად.
ცვლილება ტალღებით მოდის, რა თქმა უნდა. მაგრამ არის მომენტები, როდესაც იმის გაცნობიერება, რომ ცვლილება ნამდვილად მოვიდა, რომ ჩვენ ბარიერი ნამდვილად გადავლახეთ, ერთბაშად აშკარა ხდება. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ისე ჩანდა, თითქოს მომწიფების ცხრა თვე არასოდეს დამთავრდებოდა. მაგრამ აქ ვართ. ტანს შვების ჟრჟოლვა ელვება, შემდეგ კი ტირილი მოჰყვება. ცრემლები არ მთავრდება, პირი ფართოდ არის გაღებული, ნაოჭები სახეს რკალავენ. როგორც ახალშობილი ბავშვი პირველი ტირილისას.
დაწვრილებით „ახალშობილის ტირილი“მივწვდეთ ცისარტყელას? ცისარტყელა და ოცნებები
ოცნებები ჩემი ყველაზე საყვარელი რამ არის ცხოვრებაში. ხელებს შორს გავწევ, რომ შევეხო. ისევე, როგორც მაშინ, როცა ცისარტყელას სველ პეიზაჟში დავინახავ, მზე წვიმით ნაკოცნარს. ჩემი უშუალო სურვილია რომ შევეხო. თუ მანქანაში ვზივარ, ყოველთვის ვითხოვ, ცისარტყელაში გავიაროთ რა! ცისარტყელას პორტალში შევიდეთ! მაგრამ, როგორც ჩანს, ის ჰორიზონტზე რჩება. ჩემი გაწვდენილი მკლავების მიღმა.
დაწვრილებით „მივწვდეთ ცისარტყელას? ცისარტყელა და ოცნებები“პლუტონი. ო, არა! ისევ?
ოჰ არა, ისევ ის დროა. პლუტონის ფაზა დაბრუნდა, გააქტიურებული ზეცაში ციური მოძრაობებისგან. ბოლო ახალი მთვარის დაბნელებისას, 30 აპრილს, პლუტონი სტაციონარული იყო და ემზადებოდა რეტროგრადირებისთვის. ჩემს პერსონალურ ასტროლოგიურ რუკაში, ამასთან ახალი მთვარე ოპოზიციაში ჩაჯდა ჩემს ნატალურ პლუტონთან. არაააა! ჭყუპ, ჭყუპ, ჩაძირვის ხმები. ეს პოსტი ცოტათი ასტროლოგიური იქნება. ვინც განიცდით ზოგადად პლუტონურ თემებს თქვენს ცხოვრებაში სიუხვით, ეს პოსტი ასევე გამოგადგებათ.
დაწვრილებით „პლუტონი. ო, არა! ისევ?“ძველის გაშვება
რატომ გვიჭირს ძველის უკან დატოვება, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ უკეთესობისკენ ვიწევით? მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ამ გზის მოვლენისათვის რა ხანია ვლოცულობდით. ახლა კი, გვიხდება ლოცვები, დრო დადგა კუთხის მიღმა გავიწიოთ, იმის ცოდნით, რომ უკან დატოვებული გზა ჩამოიშლება როგორც ქვიშის ბორცვები ქარში.
დაწვრილებით „ძველის გაშვება“გამომშვიდობება ჰანოვერსა და ბაუკასტენთან
ექვსი თვის ჰანოვერში გამორიყვის შემდეგ, დროა ისევ გზას დავადგეთ. ვემშვიდობები ბაუკასტენს – პატივცემულად გამოცვეთილ სახლს, რომელმაც ამ ხანს შემიფარა. დაე ეს ჩემი პატარა თავგადასავლების გაზიარება ადგილის მიმართ მადლიერების ჟესტად ჩაითვალოს.
დაწვრილებით „გამომშვიდობება ჰანოვერსა და ბაუკასტენთან“Queer Femme
რას ნიშნავს გქონდეს სხეული, რომელიც ითავსებს ქალის გამოხატულების უთვალავ სახეს? წინაპართა ბებიის-ხაზებთან ურთიერთობები გვიმტკიცებენ თუ როგორი მრავალფეროვანია „ქალი“. გვიდასტურებენ იმას, რომ აბსოლუტურად არ არსებობს ქალის ნორმა.
დაწვრილებით „Queer Femme“დაისვენე
ცოტა ხნით ავიწიოთ ფეხები. ჩვენ ყველას მოგვიხდება ერთი კარგი დასვენება ამ არეულობების ჟამს. მაგრამ როგორ დავისვენოთ? მე არ ვიცი. ბოლო დროა მაგის უნარით არ გამოვირჩევი.
მაგრამ ის კი ვიცი, რომ არ მოვისვენებ სანამ ჩემს მოწოდებას არ გავყვები. შვილო, მოწოდება არასოდეს დაგიმთავრდება, დაისვენე. ჩემი ერთი ბებია მეტყვის- ოკეანეს წყლებისა. მეორე ბებია – ელვისა – მომაძახებს, დაისვენეო? რა დროს დასვენებაა? სრული სისწრაფით წინ!
მაშ, რომელს დავუჯერო?
დაწვრილებით „დაისვენე“ყველაზე მეტად ეს მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში
დიდი უნამუსობა კია თქვა, “რაც ყველაზე მეტად მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში”, იმდენი სიკარგე მოაქვს მათთან ურთიერთობას. მაგრამ მოდით დღეს ყურადღებას დავუთმობ ჩემს დიდ სიყვარულს მთხრობელობისადმი და სამყაროს უსაზღვრო მრავალფეროვნებისადმი.
დაწვრილებით „ყველაზე მეტად ეს მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში“