დევები: დემონები თუ ძველი ღმერთები?

ხევსურთა კოსმოგონია1 იწყება ღვთისშვილთა ბრძოლით დევების წინააღმდეგ. მორიგე ღმერთი2 ფხოველებს მიწა-წყლის მოსაპოვებლად ღვთისშვილებს უგზავნის. რამეთუ კავკასიის მთებში უკვე არსებობენ მკვიდრი ბინადრები. ესენი არიან დევები. თუ დავუშვებთ, რომ დევები არა მხოლოდ მითიურ არსებებს, არამედ ერთ დროს ნამდვილად არსებულ მოსახლეებს წარმოადგენდნენ, მაშინ დევის წოდების ქვეშ ბევრი სხავადსხვა ხალხი უნდა ყოფილიყო მოსაზრებული. ანუ იმ ხალხის კრებული, ვინც დღევანდელი ფშავ-ხევსურეთის უფრო ძველ მკვიდრს წარმოადგენდა. მათი ურთიერთობა ხევსურებთან კომპლექსური ხასიათის იყო. ზოგი მათთან მეგობრობდა, ზოგიც კი მათ სადილად მიირთმევდა. დევები წყაროებში აღწერილნი არიან დიდი ზომის, ჭარბი ძალ-ღონის მქონდე, ველურ არსებებად. ღვთისშვილები კი ანგელოზისებრ ბუნებას ითვისებენ. ისინი მორიგე ღმერთის მეომრებს წარმოადგენენ, რომლებიც ციურად ამაღლებული, ახალი ღმერთისათვის იბრძვიან.

დაწვრილებით „დევები: დემონები თუ ძველი ღმერთები?“

წინაქრისტიანული ჯვარ-ხატები, მფრინავი ჯვრები და მკადრეები

ცაბაურთა, ფშავი

ძველ ქართულ კულტურაში ჯვარ-ხატებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ხევსურეთში წინაქრისტიანული ჯვარ-ხატები არა მხოლოდ ღვთისშვილების სამყოფლოებად ითვლება, არამედ ჯვრები თვით ღვთისშვილებს წარმოადგენენ. ამასთანავე ჯვრებს ძალუძთ ფორმის შეცვლა და ფრენით გადაადგილება.1

დაწვრილებით „წინაქრისტიანული ჯვარ-ხატები, მფრინავი ჯვრები და მკადრეები“

ქადაგები – ღმერთების მეენეები

კარატისმწვერვალი

კვლევა საქართველოს მაღალმთიანეთში

საქართველოს მაღალმთიანეთის მიუვალმა ადგილმდებარეობამ მრავალი ძველი წეს-ჩვეულება და არქაული პროფესია შემოგვინახა. ის დიდ ხანს გადაურჩა კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის მიერ მიყენებულ კულტურულ დარტყმებს. სურვილი მქონდა, რომ უფრო ღრმად შემესწავლა ჩემი ფესვები, რის გამოც გადავწყვიტე წავსულიყავი იმ ადგილებში, სადაც მკვიდრი ცოდნა ყველაზე დიდხანს შემოინახა. Culture Moves Europe- ის მობილობის გრანტის წყალობით, შევძელი კვლევითი პროექტის წამოწყება ქადაგობის უძველეს პროფესიაზე. კვლევითი პროექტი მოისაზრებდა ფშავ-ხევსურეთის მთიან რეგიონებში ადგილობრივი ღვთაებების 20 წინაქრისტიანული ჯვარ-ხატის მონახულებას და ქადაგების პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ქადაგები ითვლებოდნენ ღმერთების “მეენეებად”. ისინი ჯვრების სათქმელს აზიარებდნენ ადამიანებთან. აქ მინდა, რომ გაგაცნოთ ქადაგებს.

დაწვრილებით „ქადაგები – ღმერთების მეენეები“

შესავალი ხევსურულ კოსმოგონიაში და მისი ისტორიული კონტექსტი

აბუდელაურის ტბა


ხევსურებს ძვირფასი ცოდნა აქვთ შენახული. ბევრი რამ ქართული მითოლოგიის, წინაქრისტიანული წეს-ჩვეულებებისა და ღვთაებებისა და ადამიანების შორის ურთიერთობების შესახებ, ფშავ-ხევსურეთმა შემოგვინახა. ფშავისა და ხევსურეთის ადგილების ძნელად მისადგომი გეოგრაფიიდან გამომდინარე ისინი, მთის რეგიონებისათვის დამახსაიათებლად, ყველაზე დიდ ხანს გადაურჩნენ იმპერიალისტურ დაპყრობებს. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიულმა ძალამ ბოლოს მაინც შეძლო მათ შეხებოდა. აქედან იწყება ხანგრძლივი და სისტემატიური მუშაობა ადგილობრივი კულტურის დარღვევაზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 60/70-იან წლებში დაიწყო ხალხის მიზანმიმართული გადასახლებებისა და თემების რღვევის საფუძველზე შექმნილი კულტურული ამნეზიის თვალსაჩინოდ გამოაშკარავება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა მთა. დღეს ბევრი სოფელი სრულიად მიტოვებულია, ზოგიერთში კი მოსახლეობა ძალიან შემცირებულია, სადაც ზოგჯერ 2,3 ან 4 კომლიღა ცხოვრობს.

დაწვრილებით „შესავალი ხევსურულ კოსმოგონიაში და მისი ისტორიული კონტექსტი“

ქართული იდენტობების, წინაპრებისა და შინ დაბრუნების შესახებ

აშტო-კარატის ხატი

რაც ჩემს მშობლიურ მიწაზე დავადგი ფეხი, დავრწმუნდი, რომ დაბრუნების ლტოლვა არ იყო ნოსტალგიური შეგრძნებიდან გამომდინარებული. მიწა მიხმობდა და მას უხარია რომ დავბრუნდი. მას ნებისმიერი იმ მრავალრიცხოვანი შვილის დაბრუნება უხარია, ვინც საზღვარგარეთისათვის დავტოვეთ სამშობლო. უკან დავტოვეთ საშინაო ქაოსი, გაურკვევლობა, სიდუხჭირე, პოლიტიკური არეულობები და იდენტობითი დაუცველობის შეგრძნება. ქვეყნებისკენ გავემართეთ, რომლებიც უფრო მეტ ეკონომიკურ სტაბილურობას, მოწესრიგებულ სტრუქტურებსა და განათლების ძალაუფლების ცირკულაციაში თანამონაწილეობას გვთავაზობენ.

დაწვრილებით „ქართული იდენტობების, წინაპრებისა და შინ დაბრუნების შესახებ“

წინაპართა ჯემ სეიშენი

სიხერის თაინი ჰაუზში

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჯადოსნური ჯემ სეიშენის მუსიკალური ფრაგმენტები ჩემს ძვირფას მეგობრებთან, ზიხერ ბაიონსა და არნო რიხტერთან ერთად. მადლობა მათ მშვენიერ სულებს და მადლობა ჩვენს წინაპრებს, რომ ერთმანეთს შეგვახვედრეს!

ისიამოვნეთ ჰანგებით!

<3

პლუტონი. ო, არა! ისევ?

პლუტონი. NASA-ს ფოტო

ოჰ არა, ისევ ის დროა. პლუტონის ფაზა დაბრუნდა, გააქტიურებული ზეცაში ციური მოძრაობებისგან. ბოლო ახალი მთვარის დაბნელებისას, 30 აპრილს, პლუტონი სტაციონარული იყო და ემზადებოდა რეტროგრადირებისთვის. ჩემს პერსონალურ ასტროლოგიურ რუკაში, ამასთან ახალი მთვარე ოპოზიციაში ჩაჯდა ჩემს ნატალურ პლუტონთან. არაააა! ჭყუპ, ჭყუპ, ჩაძირვის ხმები. ეს პოსტი ცოტათი ასტროლოგიური იქნება. ვინც განიცდით ზოგადად პლუტონურ თემებს თქვენს ცხოვრებაში სიუხვით, ეს პოსტი ასევე გამოგადგებათ.

დაწვრილებით „პლუტონი. ო, არა! ისევ?“

Queer Femme

ქვიარ-ქალი
Woman ანას მიერ

რას ნიშნავს გქონდეს სხეული, რომელიც ითავსებს ქალის გამოხატულების უთვალავ სახეს? წინაპართა ბებიის-ხაზებთან ურთიერთობები გვიმტკიცებენ თუ როგორი მრავალფეროვანია „ქალი“. გვიდასტურებენ იმას, რომ აბსოლუტურად არ არსებობს ქალის ნორმა.

დაწვრილებით „Queer Femme“

დაისვენე

Legs up ანას მიერ

ცოტა ხნით ავიწიოთ ფეხები. ჩვენ ყველას მოგვიხდება ერთი კარგი დასვენება ამ არეულობების ჟამს. მაგრამ როგორ დავისვენოთ? მე არ ვიცი. ბოლო დროა მაგის უნარით არ გამოვირჩევი.

მაგრამ ის კი ვიცი, რომ არ მოვისვენებ სანამ ჩემს მოწოდებას არ გავყვები. შვილო, მოწოდება არასოდეს დაგიმთავრდება, დაისვენე. ჩემი ერთი ბებია მეტყვის- ოკეანეს წყლებისა. მეორე ბებია – ელვისა – მომაძახებს, დაისვენეო? რა დროს დასვენებაა? სრული სისწრაფით წინ!

მაშ, რომელს დავუჯერო?

დაწვრილებით „დაისვენე“

ყველაზე მეტად ეს მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში

Call ანას მიერ

დიდი უნამუსობა კია თქვა, “რაც ყველაზე მეტად მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში”, იმდენი სიკარგე მოაქვს მათთან ურთიერთობას. მაგრამ მოდით დღეს ყურადღებას დავუთმობ ჩემს დიდ სიყვარულს მთხრობელობისადმი და სამყაროს უსაზღვრო მრავალფეროვნებისადმი.

დაწვრილებით „ყველაზე მეტად ეს მიყვარს წინაპრებთან ურთიერთობაში“