კრეატიული წერა

კრეატიული წერა შესანიშნავი გზაა საკუთარ გონებასთან, გულთან და სულთან დინებაში მოსვლისათვის.

თუ გსურს საკუთარ ხმასთან დაკავშირება, შენი კრეატიულობის ანთება, წერის უნარების განვითარება და წერის როგორც რიტუალური პროცესის გაცნობა, სადაც შენ დიალოგში იქნები შენსა და შენს მიღმა მყოფ არსებებთან, მაშინ აქ სწორედ მოხვდი!

რა არის კრეატიული წერის სარგებელი?

კრეატიული წერა შესანიშნავი ხერხია არა მხოლოდ წერის უნარის განსავითარებლად, არამედ მკურნალი გამოცდილებაც შეიძლება იყოს, რომელიც დაგვაახლოებს საკუთარ თავთან და დაგვაკავშირებს ჩვენს საციცოცხლო ძალასთან. ასევე მას შეუძლია გაგვიფართოვოს ცნობიერება იმ ურთიერთობების მიმართ რაშიც ჩვენ თითოეული ჩაქსოვილები ვართ. თუ წერის პროცესს რიტუალურ ფარგლებში ჩავსვავთ, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება მივაპყროთ იმ მრავალ საკომუნიკაციო არხებს, რომლის ურთიერთდამოკიდებულებაშიც უკვე ვარსებობთ.

რა არის წერის სარგებელი?

თხრობა ისეთი ძველი ხნისაა, როგორც ადამიანი. ის მისი დასაბამიდან არსებობს. ადამიანებისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია რომ ჩვენს გამოცდილებებს მივცეთ მნიშვნელობა. წერა შესანიშნავი გზაა იმისათვის, რომ შევნიშნოთ თუ როგორ ავღიქვავთ ჩვენს მიერ დანახულ სამყაროს. თითოეული ჩვენგანი თავისი უნიკალური პერსპექტივით გამოირჩევა, რომელიც იქედან გამომდინარეობს, რომ თითეული ჩვენთაგანი საკუთარი თავის უნიკალურ განხორციელებას წარმოადგენს. გვჩვევია ჩვენს მიერ სუბიექტურად აღქმულის და გაგებულის თავისთავად და ობიექტურად ჩათვლა, არადა ხშირად მორიგ ადამიანსა თუ სხვა არსებას სულ განსხვავებული სახით შეუძლია გაიგოს იგივე რამ. ჩვენი აზრების გამოხატვა წერის მეშვეობით იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გავხდეთ უფრო შეგნებულები იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ და გვესმის სამყარო და მასში არსებული საგნები თუ ვითარებებები. ეს კი იმაში დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიაზროთ სამყარო და ღრმად გავეცნოთ საკუთარ თავს. კრეატიული წერის პროცესი ასევე დაგვეხმარება დავინახოთ თუ სად ვიმყოფებით ჩვენი ცხოვრების გზაზე. ამ სახით ის ერთგვარი მიმთითებელი და გზამკვლევი დამხმარე ხერხია.

იდეები დრეკადია

როდესაც ჩვენ უკეთ გვესმის საკუთარი ყოფა-მდებარეობა და ნათლად ვხედავთ თუ სამყაროზე რა ნარატივებს ვთხრობთ, ჩვენ გვესმის აზრებისა და იდეების დრეკადი ბუნება. აზრები და იდეები არ არიან მყარი ყოფადობის. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისინი და ვმართოთ თუ რა მნიშვნელობებსა და საზრისებს მივანიჭებთ სამყაროს. ამრიგად, ჩვენ თავისუფალნი ვხდებით ავირჩიოთ ის მონათხრობები, რომლების შექმნა და განხორციელებაც გვსურს ამქვეყნად.

წერა ურთიერთობითია

თვითშემეცნება კრეატიული წერის ძლიერი მოკავშირეა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი ნაბიჯით მიღმა გავიწიოთ და წერა გამოვცადოთ როგორც პროცესი სადაც დავაკვირდებით იმ ურთიერთკავშირებს, რაშიც ვართ ჩაქსოვილები ამქვეყნად. იქნება ეს ურთიერთკავშირები სხვა ადამიანებთან, თუ მცენარეებთან, ხეებთან, ცხოველებთან, სულებთან, ციურ სხეულებთან, ღვთაებებთან თუ ასე შემდეგ. წერას ძალუძს უფრო ცნობიერები გაგვხადოს იმ მრავალი ურთიერთკავშირებისათვის, რომლებშიც ყველანი ვართ ჩართულნი, მიუხედავად იმისა, ამას ავღიქვავთ თუ არა. ამითი წერა შესანიშნავი ხერხია იმისათვის, რომ ზოგადად ჩვენი კომუნიკაციის უნარები ფუნდამენტალურად გააძლიეროს.

შთაგონება ურთიერთობითია

როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შემოქმედებით ძალასთან დაკავშირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ შთაგონებულყოფაზე, და პირიქით. შთაგონება მხოლოდ საკუთარ ინდივიდუალურ თავში არ წარმოიქმნება, შთაგონება ჩვენს გარშემოა. მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის შემოქმედებითი გამოხატულება არის სხვა არსებებთან თანაშემოქმედებითი პროცესის გამოხატულება. იქნება ეს ფანჯრის მიღმა მდგარი ხე, შემოქროლილი სუფთა სიო, ბებიას ძველი სიტყვები, მიაუ-თი გამოხატული კატის თვალსაზრისი, თუ სამზარეულოში მომღერალი მეგობარი. სადაც შემოქმედობითობაა, იქ თანაშემოქმედობითობაა.

თანაშემოქმედების პრინციპის შეგნებულად ჩართვა კრეატიული წერის პროცესში, არა მხოლოდ გასართობი წერის სავარჯიშოა, არამედ მას შეუძლია ჰქონდეს მკურნალი ეფექტი, იმ ურთიერთკავშირებზე, რომლებშიც ადამიანები (გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად) უკვე ვართ ჩართულები.

კრეატიულმა წერამ შეიძლება სათუთი ადგილები გააღვივოს ჩვენში

კრეატიული წერა სახალისო პროცესია, მაგრამ მას ასევე შეუძლია სათუთი ადგილები გააღვიძოს და გააღვივოს ჩვენში. მნიშვნელოვანია რომ ამ რბილ და სათუთ ადგილებს მიეცეთ სათანადო სივრცე და გამომჟღავნების საშვალება. ჩვენი სესიები გააზრებულად ეკიდება შემოქმედებითი პროცესის სისათუთეს და ადგილს უთმობს მათ, ისე რომ, შემოქმედებით ყვავილობას მიეცეს საშვალება. სესიები შექმნილია იმსახად, რომ შენი ხმის საუნჯესა და სიტკბოს სათანადო ველი მიეცეს. სესიის სივრცე დაგეხმარება იმაში, რომ შენს შემოქმედებით ძალასთან დაკავშირდე და წერის ურთიერთობით ბუნებას გაეცნო.

გსურს დაიწყო?

დავიწყოთ!