ცოტა ხნით ავიწიოთ ფეხები. ჩვენ ყველას მოგვიხდება ერთი კარგი დასვენება ამ არეულობების ჟამს. მაგრამ როგორ დავისვენოთ? მე არ ვიცი. ბოლო დროა მაგის უნარით არ გამოვირჩევი.
მაგრამ ის კი ვიცი, რომ არ მოვისვენებ სანამ ჩემს მოწოდებას არ გავყვები. შვილო, მოწოდება არასოდეს დაგიმთავრდება, დაისვენე. ჩემი ერთი ბებია მეტყვის- ოკეანეს წყლებისა. მეორე ბებია – ელვისა – მომაძახებს, დაისვენეო? რა დროს დასვენებაა? სრული სისწრაფით წინ!
მაშ, რომელს დავუჯერო?
მჩვევია იმას ვუგდო ხოლმე ყური, ვისთანაც მოცემულ დროს ღრმა ურთიერთობაში ვარ. ის ვინც იმ პერიოდისათვის ჩემი ამორჩეული ხაზია, ხდება ჩემი გიდი. მოვიხმობ ხოლმე და დავიხმარებ ბრძნული არჩევნების გასაკეთებლად. ისინი სამყაროში სინქრონიების მოწყობით გამომეპასუხებიან. მათი განსაკუთრებული ხედვის სათვალეს გამიზიარებენ და სამყაროც დამენახება იმ სახით, რა სახითაც ესენი იცნობდნენ მას. რო იტყვიან ხოლმე “სადაც ხარ იქუარი ქუდი დაიხურეო”, არც ისეთი სულელური გამოთქმაა, როგორც ბავშვობაში მეგონა. ფრაზა გვთავაზობს ადგილთან პატივისცემით ურთიერთობას და აქედან გამომდინარე ცხოვრებაში გონივრულ მანევრირებას. ქუდები, სათვალე – ორივეს ვესალმები. დავიხურებ და გავიკეთებ სიცოცხლის ოკეანეს ტალღებში.
ასე რომ, დასვენება? ალბათ არა თუ ცეცხლისმფრქვეველ ხაზთან ან ჭექა-ქუხილის არსებებთან ვმუშაობთ. მაგრამ ვინ იცის, იქნებ შემდეგი ხაზი ძილის მცენარის კაი მოკავშირე იყოს.
გაუფრთხილდით ერთმანეთს,
<3