
ხევსურთა კოსმოგონია1 იწყება ღვთისშვილთა ბრძოლით დევების წინააღმდეგ. მორიგე ღმერთი2 ფხოველებს მიწა-წყლის მოსაპოვებლად ღვთისშვილებს უგზავნის. რამეთუ კავკასიის მთებში უკვე არსებობენ მკვიდრი ბინადრები. ესენი არიან დევები. თუ დავუშვებთ, რომ დევები არა მხოლოდ მითიურ არსებებს, არამედ ერთ დროს ნამდვილად არსებულ მოსახლეებს წარმოადგენდნენ, მაშინ დევის წოდების ქვეშ ბევრი სხავადსხვა ხალხი უნდა ყოფილიყო მოსაზრებული. ანუ იმ ხალხის კრებული, ვინც დღევანდელი ფშავ-ხევსურეთის უფრო ძველ მკვიდრს წარმოადგენდა. მათი ურთიერთობა ხევსურებთან კომპლექსური ხასიათის იყო. ზოგი მათთან მეგობრობდა, ზოგიც კი მათ სადილად მიირთმევდა. დევები წყაროებში აღწერილნი არიან დიდი ზომის, ჭარბი ძალ-ღონის მქონდე, ველურ არსებებად. ღვთისშვილები კი ანგელოზისებრ ბუნებას ითვისებენ. ისინი მორიგე ღმერთის მეომრებს წარმოადგენენ, რომლებიც ციურად ამაღლებული, ახალი ღმერთისათვის იბრძვიან.
დაწვრილებით „დევები: დემონები თუ ძველი ღმერთები?“